საქართველოს 21-წლამდე ნაკრები, 26 სექტემბერს, ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპს შინ, საბერძნეთთან მატჩით განაახლებს. ხოლო 1 და 6 ოქტომბერს ჩრდილოეთ ირლანდიას და გერმანიას დაუპირისპირდება.
17 სექტემბერს, რამაზ სვანაძემ გუნდის შემადგენლობა დაასახელა. ახალგაზრდული ნაკრების წევრი, საბა ხარებაშვილი ეროვნულ გუნდშია გამოძახებული, ხოლო მის ნაცვლად 21-წლამდელთა შემადგენლობას რუსთავის მოთამაშე – ნიკოლოზ ჩიქოვანი შეუერთდება, რომელსაც ახალგაზრდულ ნაკრებში დებიუტი ივნისში, აშშ-ის წინააღმდეგ მატჩში ჰქონდა.
NAKREBI.GE
