საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე – შეკრებილების განცხადებით, ისინი ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობას აპროტესტებენ

თავისუფლების მოედანზე, ე.წ. „არაბული ქალაქების“ მშენებლობის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს.

ღონისძიება გაერთიანება „კონსერვატორებმა” დააანონსეს.

ადგილზე შეკრებილებს თან აქვთ საქართველოს სახელმწიფო დროშები და ხატები. ასევე, ბანერი – “ენა, მამული, სარწმუნოება”. ადგილზე იყო სიტყვით გამოსვლებიც.

ორგანიზატორების განცხადებით, აქცია საქართველოში დაგეგმილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება, მათ შორის თბილისში, კრწანისის ტყე-პარკის ტერიტორიაზე დაგეგმილ პროექტზე.

თავისუფლების მოედანზე ამ დროისთვის შეზღუდულია სატრანსპორტო მოძრაობა. ტერიტორიაზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.