სერია A-ს მეხუთე ტურში „მონცამ“ საკუთარ მოედანზე „სასუოლოს“ 2:1 მოუგო.
მასპინძელთა გუნდის მცველი საბა გოგლიჩიძე ისევ სათადარიგო იყო.
„მონცამ“ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოივა, ამ მომენტისთვის 4 ქულით მე-14 ადგილზეა და 11 ნოემბერს გასვლაზე „ლაციოს“ დაუპირისპირდება.
მონცა. „U-Power სტადიუმი“
მონცა – სასუოლო 2:1
გოლები: 1:0 ვარელა (51), 2:0 ვარელა (63, პენ), 2:1 აჯიჩი (88)