თბილისში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვებისთვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი შეიქმნება. ამის შესახებ განცხადება ივანიშვილის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
კალაძის თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრის შესაქმნელად, გლდანის რაიონში 1 657 კვ.მ-ის მიწის ნაკვეთი გადაეცემა ორგანიზაციას – “ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას”.
“მოგეხსენებათ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია იშვიათი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც კუნთების პროგრესირებად სისუსტეს იწვევს, ამ დაავადებასთან გამკლავება ყოველდღიურად უწყვეტ ძალისხმევას მოითხოვს, როგორც ბავშვების, ისე მათი ოჯახების მხრიდან. სწორედ ამიტომ, მათთვის მნიშვნელოვანია როგორც რეგულარული სამედიცინო-სარეაბილიტაციო ზრუნვა, ისე საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობა”. – განაცხადა კალაძემ.
როგორც ის ამბობს,დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლებთან არაერთი შეხვედრა გაიმართა და არსებული საჭიროებები დეტალურად განიხილეს.
“ეს იქნება სივრცე, სადაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვები შეძლებენ კომპლექსურ სარეაბილიტაციო და საგანმანათლებლო მომსახურების მიღებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ სოციალიზაციის და განვითარების შესაძლებლობას”. – თქვა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ივანიშვილის პრემიერს პირველად 3 ივნისს შეხვდნენ. 4 ივნისს, მეორედ შეხვედრის შემდეგ, კობახიძემ განაცხადა, რომ “სამუშაო ჯგუფი”, რომელიც რომელიც აქტიურად იმუშავებს ბავშვებისთვის კონკრეტული მედიკამენტების უზრუნველყოფის საკითხზე.
შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. შევჯერდით კონკრეტულ მედიკამენტებზე – კობახიძე დიუშენზე
ამ შეხვედრის მერე კომენტარი მშობლებმაც გააკეთეს, მათი თქმით, მედიკამენტებზე შეთანხმება შედგა და დაახლოებით ორ თვეში ორი კონკერტული მედიკამენტი საქართველოში შემოვა.
ეს არის გამარჯვება, ორი თვის ვადაში მედიკამენტები საქართველოში იქნება – მშობლები დიუშენზე
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლების განცხადებით, 8 ივლისს მიხეილ სარჯველაძესთან გამართულ შეხვედრაზე გაირკვა, რომ ერთ-ერთი მედიკამენტის საქართველოში ხელმისაწვდომობის საკითხზე მოლაპარაკებები უკვე დასკვნით ეტაპზეა, ხოლო მეორე მედიკამენტთან დაკავშირებით მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალები მომდევნო კვირას გახდება ცნობილი.
ერთ-ერთ მედიკამენტზე მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა – დიუშენის მქონე ბავშვების მშობლები
31 ივლისს სარჯველაძემ განაცხადა, რომ დიუშენის პაციენტებისთვის პრეპარატ ჯივინოსტატს შეიძენდნენ.
მომდევნო კვირის დასაწყისში დიუშენის მედიკამენტი ჯივინოსტატი თბილისში იქნება – სარჯველაძე