კვარაცხელიას 66 წუთი – პსჟ-მ “ბრესტს” მინიმალური ანგარიშით მოუგო

ლიგა 1-ის მეოთხე ტურში პსჟ-მ გასვლაზე „ბრესტი“ 1:0 დაამარცხა.
სტუმრები დებიუტში ტორესმა დააწინაურა. კვარაცხელიას პირველ ტაიმში სამი მომენტი ჰქონდა – მისი ორი დარტყმული მიზანს ასცდა, ერთხელ კი ბურთი მეკარე სელვიკმა მოიგერია. ტრავმირებული ჰაკიმი 39-ე წუთზე ფაბიანმა შეცვალა.
შესვენების შემდეგ ხვიჩა მახვილი კუთხიდან სელვიკთან პირისპირ გავიდა, თუმცა დარტყმა მცველმა ლე გუენმა დაუბლოკა. მერე მენდეშის შეცდომის შედეგად შანსი მასპინძლებს მიეცათ, მაგრამ დუმბიამ ბურთი ძელს გაარტყა. ცოტა ხანში იმავე დუმბიას თავური მეკარე საფონოვმა მოიგერია. პარიზელები მოწინააღმდეგის სახიფათო შეტევისას პაჩომ გადაარჩინა. „კვარას“ დარტყმულს მეკარე დაეუფლა და მწვრთნელმა ლუის ენრიკემ 66-ე წუთზე მის ნაცვლად მოედანზე დუე, ხოლო დემბელეს მაგივრად აკლიუში შეუშვა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და „პარი სენ ჟერმენმა“ მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.
პსჟ 5 ქულით მე-7 ადგილზეა დ 20 სექტემბერს გასვლაზე „მარსელს“ დაუპირისპირდება.
ბრესტი. „ფრანსის ლე ბლე“
ბრესტი – პსჟ 0:1
გოლი: ტორესი (5)