[VIDEO] წიტაიშვილმა “ბერნაბეუზე” ითამაშა – “რაიო ვალეკანო” “რეალთან” დამარცხდა

ლა ლიგის მეხუთე ტურში „რეალმა“ საკუთარ მოედანზე „რაიო ვალეკანოს“ 4:1 მოუგო.
“ხეტაფეში“ პირველად დაიწყო სასტარტოდან თამაში გიორგი წიტაიშვილმა, რომელიც მწვრთნელმა ბენიატ სან ხოსემ მარჯვენა გარემარბის პოზიციაზე დააყენა. წიტაიშვილმა ორჯერ დაარტყა კარში და ორივეჯერ ბურთი ტიბო კურტუამ მოიგერია. მან მატჩი სრულად ჩაატარა და მრისხანე მეტოქესთან თანაგუნდელებს შორის ურიგოდ არ გამოიყურებოდა – შეფასებები: Sofascore 6.3  Flashscore 6.3, Whoscored 6.0.
„რეალი“ 12 ქულით მეორე ადგილზეა (ამდენივე ქულით ლიდერი ბარსელონაა) და 15 სექტემბერს სტუმრად „ელჩეს“ დაუპირისპირდება.
„რაიო ვალეკანო“ ამ მომენტისთვის 4 ქულით მე-15 პოზიციაზეა და 15 სექტემბერს „ესპანიოლს“ უმასპინძლებს.
მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი – რაიო ვალეკანო 4:1
გოლები: 1:0 მბაპე (14, პენ), 2:0 კარერასი (17), 3:0 ბელინგემი (35), 3:1 კამელიო (51), 4:1 მბაპე (90+1)