ახმეტელები დაკავებულ ექიმ მაია კოხტაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ

ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობაა- ახმეტელები დაკავებულ ექიმ მაია კოხტაშვილს მხარდაჭერას უცხადებენ
ნევროლოგის დაკავებას სხვებთან ერთად, სოციალურ ქსელში ზაქარია მამაგულაშვილი ეხმაურება.
“- ახმეტა პატარაა, თითქმის ყველა ყველას ვიცნობთ. ვინ რით სულდგმულობს ხელისგულზე დევს.
წარმოუდგენელია და რთულად დასაჯერებელი ის, რაც გავიგე.
ახალს ვერაფერს ვიტყვი იმაზე, რაც მთელმა მუნიციპალიტეტმა იცის და იცის ის, თუ ვინ არის მაია კოხტაშვილი.
ერთ-ერთი უძლიერესი ექიმი ჩვენს რაიონში და საერთოდ ქვეყანაში, რომელიც რამდენიმე ათეული წელია ზრუნავს ყველას ჯანმრთელობაზე.
ყველას გვერდში მდგომი, ყველას ჭირის გამზიარებელი, ყველას მიმართ უაღრესად ყურადღებიანი და გულისხმიერი,
თავისი საქმის სპეციალისტი და მოყვარული, ზღვა მადლიერი პაციენტით.
ვფიქრობ რაღაც გაუგებრობაა და ვისურვებდი ამ ყველაფრის სწრაფად გარკვევას”,- წერს მამაგულაშვილი.
კოხტაშვილი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. უწყების ინფორმაციით, ექიმმა მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.
ბრალდება 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ

“სრული მხარდაჭერა მაია კოხტაშვილს! არცერთი წამით არ ვეთანხმები წაყენებულ ბრალდებას. მან ეს გადაწყვეტილება საუკეთესო სამედიცინო მიზნებიდან გამომდინარე მიიღო, რაც დანაშაულად ვერაფრით ჩაითვლება“