უნგრეთის “სუვერენიტეტის კანონი” ევროკავშირის კანონმდებლობას არღვევს – ბრიუსელი

უნგრეთის ახალი კანონი „ეროვნული სუვერენიტეტის დაცვის შესახებ“, რომელიც მმართველი პარტიის განცხადებით, საგარეო პოლიტიკური ჩარევისგან დასაცავად არის აუცილებელი, არღვევს ევროკავშირის კანონს – ევროკომისიამ ეს განცხადება 7 თებერვალს გააკეთა.
ევროკომისიის თქმით, ბუდაპეშტს უკვე გაეგზავნა ოფიციალური შეტყობინება, რომ ბრიუსელი დაიწყებს ამ დარღვევის თაობაზე შესაბამის პროცედურას. ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ კანონი არღვევს ევროპული ბლოკის დემოკრატიულ ღირებულებებსა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს.
უნგრეთს ოფიციალურ შეტყობინებაზე საპასუხოდ ორი თვე ექნებაა. თუკი ის ამ მიმართვაში გამოხატულ შეშფოთებას არ უპასუხებს და მის შესაბამისად არ გადადგამს ნაბიჯებს, კომისიამ შესაძლოა მას უკვე ევროკავშირის კანონმდებლობს შესაბამისად მოქმედების თაობაზე დასაბუთებული ოფიციალური მოთხოვნა გაუგზავნოს.
კანონპროექტი მას შემდეგ მიიღეს, რაც ივნისში დაგეგმილი ევროპარლამენტის არჩევნების წინ უნგრეთის ნაციონალისტმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა თავისი პარტიული კამპანია გააძლიერა. ორბანი ბრიუსელს არაერთხელ დაუპირისპირდა უნგრეთში დემოკრატიასთან დაკავშირებულ საკითხებზე უთანხმოების გამო, იქნებოდა ეს უკრაინის დახმარების საკითხი, თუ ნატოში ახალი წევრების მიღება.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი და მასთან კავშირში მყოფი ორი პირი, პაატა ნოზაძე და რომან მეტივიშვილი დააკავეს – ისინი ფარულად დაეუფლნენ 5 000 000 ლარის სახელმწიფოს კუთვნილ მილსადენებს