ოკუპირებულ აფხაზეთში გაგრის რაიონის სოფელ ალახაძის მცხოვრები რომან დარსალია დააკავეს და ბოდიში მოახდევინეს „აფხაზი ხალხის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო“.
რადიო თავისუფლების ცნბით, Chatroulette-ის პლატფორმაზე დარსალიას უკრაინელი ბლოგერი ანდრიი პოპიკი ესაუბრა და საუბრის ჩანაწერი YouTube-ზე გამოაქვეყნა.
რამდენიმე დღის წინ საუბრის ნაწყვეტები სოციალურ ქსელებში გავრცელდა. მასზე რეაგირება ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მოახდინა.
„კერძოდ, მან გააჟღერა ვერსია, თითქოს [ომის] პერიოდში აფხაზებმა „ქართველების გენოციდი მოაწყვეს“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.




