ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში მეორე ღამეა ფრენები გაუქმდა

ზელენსკის გაფრთხილების შემდეგ მოსკოვის ვნუკოვოსა და შერემეტიევოს აეროპორტებში მეორე ღამეა ფრენები გაუქმდა | ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს და წერს, რომ შერემეტიევოს აეროპორტში გაუქმდა 21 და გადაიდო 235 რეისი, ხოლო ვნუკოვოში – გაუქმდა 22 და გადაიდო 94 რეისი. „როსავიაციამ“ განაცხადა, რომ მოსკოვის ოლქის აეროპორტებში საჰაერო ხომალდების მიღებასა და გაფრენაზე დროებითი შეზღუდვები დაწესდა. გამოცემა წერს, რომ რუსეთის დედაქალაქის სამი აეროპორტი ღამის განმავლობაში დაიხურა.
🔻 გუშინ თურქულმა ავიაკომპანია Pegasus Airlines-მა განაცხადა, რომ რუსეთის მიმართულებით რამდენიმე რეისი „საჰაერო სივრცეში არსებული ვითარების“ გამო გაუქმდა.
🔻 1 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა პარტნიორი ქვეყნები გააფრთხილა, რომ რუსეთის ცა სახიფათო ხდება ის დე-ფაქტო დაიხურება. ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა საფრთხეს არ უქმნის და არ ესვრის სამოქალაქო თვითმფრინავებს. თუმცა, რუსეთის ცა სავსეა უკრაინული შორეული რადიუსის დრონებით, რომლებიც რუსულ სამხედრო ობიექტებზე იერიშებს ახორციელებენ, სამოქალაქო ავიაციის ადგილი კი, ზელენსკის თქმით, დრონებს შორის არ არის.

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)