– ენერგეტიკა არის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება

ენერგეტიკა არის ეკონომიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სფერო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული პოტენციალის, რესურსების მაქსიმალურად ათვისება, რასაც შემდეგი წლების განმავლობაში და მიმდინარე წელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მ, საპარლამენტო ოპოზიციის ფორმატში საქართველოს მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიმდინარე წელს დასრულდება 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ასევე, გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რისი მეშვეობითაც, ათასამდე სოფელი მიიღებს ინტერნეტზე წვდომას.
„აუცილებელი იქნება ძალიან მასშტაბური, მათ შორის, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ასევე წელს, გაგრძელდება არსებული პროექტების ბოლომდე მიყვანა, 2024 წელს დასრულება 12 ახალი ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა – ასეთია წლევანდელი გეგმა.
ასევე გაგრძელდება ინტერნეტიზაციის პროექტი, რომლის ფარგლებშიც, ათასამდე სოფელი მაღალი ხარისხის და სიჩქარის ინტერნეტზე მიიღებს წვდომას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბოლომდე იქნება მიყვანილი”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ფარჯიანი: პრობლემა იმაშია, რომ ხალხი, ვინც ახლა არაბებთან აფორმებს ღმერთმა იცის რა შინაარსის კონტრაქტს, ზუსტად ეგ ხალხი “გუშინ” იძახდა, რომ ქვეყანაში კორუფცია არ არსებობს, რომ ღარიბაშვილი ყველაზე კარგი პრემიერია, რომ “ბუზი ბევრი ბზუისო, გახარიასთან ყველა ტყუისო”

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ყურადღებით ვაკვირდებით საძიებო-სამაშველო ოპერაციებს ჩამოვარდნილ სამხედრო სატვირთო თვითმფრინავთან დაკავშირებით