ირმა ინაშვილი: იმედი მაქვს, რომ მალე კობახიძესაც მიაბრძანებენ, გაუშვან ირანში

“მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი, ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე ერთადერთი სახიფათო ჯგუფია” – ამის შესახებ “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა მდინარაძე ირაკლი კობახიძეს “გამოეცალა”. ირმა ინაშვილი იმედოვნებს, რომ კობახიძესაც მალე “მიაბრძანებენ” – “გაუშვან ირანში”.

მდინარაძე-კობახიძის ჯგუფი, ამ ქვეყანაში ბოლო 10 წლის მანძილზე არის ერთ-ერთი ყველაზე კი არა, ერთადერთი სახიფათო ჯგუფი, პოლიტიკური ჯგუფი. ახლა გამოეცალა მდინარაძე, კობახიძე დარჩა და იმედი მაქვს, რომ მალე მასაც მიაბრძანებენ, არ ვიცი სად, გაუშვან ირანში ბოლო ბოლო, მაინც ირანისკენ ილტვის დიდი მონდომებით. იშლება ნელ-ნელა ეს, მაგრამ ეს ახლა მოხდება, რამდენიმე თვის შემდეგ მოხდება, ჯერ პრემიერ-მინისტრი კობახიძეა და ამ ვითარებაში, როდესაც ყოფილი პრემიერი, რომელსაც ინფორმაციაზე ხელი მიუწვდებოდა, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი ყოფილი, ასეთ შეკითხვებს სვამს და პირდაპირ ადრესატსაც ასახელებს, თქვენ გამეცით პასუხი, მდინარაძე-კობახიძეევ, ეს ძალიან სერიოზული საკითხია,” – ამბობს ირმა ინაშვილი. 

ასევე დაგაინტერესებთ

დაურ ბუავას დაკრძალვაზე, მისთვის პატივის მისაგებად მისულმა ადამიანებმა სიტყვა თქვეს. მათ შორის იყო ქალი აფხაზეთიდან, რომლის ქმარიც აფხაზეთის ომის დროს, შვილი კი 2008 წლის აგვისტოში ომში მოკლეს (ვიდეო)

ლევან ხაბეიშვილი – სულაც არ გამიკვირდება, კობახიძემ სცადოს ბიძინას განეიტრალება – ღარიბაშვილმა კი დაადასტურა, რომ მარტო კორუფცია და ფულში ცურაობა კი არ არის ქოცის სამარკო ნიშანი, არამედ მკვლელები არიან