თეკლა ზუროშვილი: თუ ოდესმე ზღვამ გამომრიყა, ან სადმე გარდაცვლილი მიპოვეს, იცოდეთ — ეს ჩემი ნებით არ მოხდებოდა

თეკლა ზუროშვილი: თუ ოდესმე ზღვამ გამომრიყა, ან სადმე გარდაცვლილი მიპოვეს, იცოდეთ — ეს ჩემი ნებით არ მოხდებოდა.
თეკლა ზუროშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში მისი გაჩერებული ავტომობილი დააზიანეს. მისივე თქმით, მის ასაკოვან მამასთან სახლში ორჯერ მივიდნენ ფორმიანი პირები და უთხრეს, რომ მისი შვილი სტატუსებით „სახელმწიფოს საბოტაჟს უწყობს“.
“აქამდე ამაზე საჯაროდ არ მისაუბრია, მაგრამ შექმნილი ვითარების გამო დუმილს აღარ ვაპირებ. ბოლო კვირების განმავლობაში დაგვიზიანეს გაჩერებული ავტომობილი. ჩემს ასაკოვან მამასთან სახლში ორჯერ მივიდნენ ფორმიანი პირები და უთხრეს, რომ მისი შვილი სტატუსებით „სახელმწიფოს საბოტაჟს უწყობს“. რაც სრული აბსურდი, ტყუილი და უზნეობაა. ხელისუფლებასთან დაკავშირებული პირებისა და უსახო ტროლების მხრიდან 24-საათიანი მუქარა, შეურაცხყოფა და ბულინგი კი ჩემთვის ახალი არ არის. 14 წლიდან მოყოლებული ღიად ვუპირისპირდები ქვეყნის სათავეში მოკალათებულ გაუნათლებლობას, სიბნელეს, კრიმინალსა და პრორუსულ ძალებს. სწორედ ამიტომ ვცხოვრობ საზღვარგარეთ – რათა ჩემს ოჯახს როგორმე სიმშვიდე და უსაფრთხოება შევუნარჩუნო. ამიტომ საჯაროდ და სრულიად მკაფიოდ ვაცხადებ: მე არ მაქვს და არასოდეს მქონია სუიციდური განზრახვა. თუ ოდესმე ზღვამ გამომრიყა, ან სადმე გარდაცვლილი მიპოვეს ან ჩემი სიკვდილი „თვითმკვლელობად“ გამოცხადდა, იცოდეთ – ეს ჩემი ნებით არ მოხდებოდა. სინათლის მაძიებლები თავს არასდროს იკლავენ,“ – წერს მოქალაქე თეკლა ზუროშვილი სოციალურ ქსელში.