სამართალდამცველებმა თამაზ ელიზბარაშვილი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, მან პოლიციელებს ხელი შეუშალა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში, გაუწია წინააღმდეგობა და მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა.




