“ოცნების“ ყოფილი ლიდერი, ანი მიროტაძე ირაკლი ღარიბაშვილის წერილის შემდეგ, არ გამორიცხავს, რომ თორნიკე რიჟვაძეც ალაპარაკდება.
ის ფიქრობს, რომ ეს ყველაზე მძიმე წერილი იქნება ირაკლი კობახიძისთვის, რადგან საუბარია თვითმკვლელობაზე და ეს ამბავი “ასე არ გატარდება და პასუხები იქნება მომდევნო დღეებში“.
არა მარტო ეს ქეისია საინტერესო, არამედ შესაძლოა, ბევრი ქეისიც გახდეს დაინტერესო და არ გამოვრიცხავ ბატონი რიჟვაძის აკალაპრკებასაც. გააჩნია, როგორ სჭირდება ვითარებას. თუ სიტუაცია მომწიფებულია ისე, რომ კობახიძე მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ რიჟვაძის ქეისიც გახდეს საზოგადოებისთვის თვალნათელი, რა მოხდა მასთან დაკავშირებით, ცხადია, გულიბრყვილობაა, რომ ის თავს იკლავდა, მაგრამ რა მოხდა და რა ხდებოდა, ის თავად უნდა თქვას და მგონია, რომ რიჟვაძე ამას უახლოეს მომავალში გააკეთებს,- ამბობს ანი მიროტაძე.




