თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას პოლიციელებმა სცემეს (ვიდეო)

თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა ფიზიკური დაზიანება მიაყენეს.

იაკო კვანტალიანი თქმით, 5 პოლიცია წიხლებით შედგა და ურტყამდა.

ტელეფონი დამაგდებინეს, წამაქციეს, წიხლებით შემდგნენ, არ შემიშვეს შიგნით, სადაც საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამომაგდეს, კარები გადამიკეტეს, წიხლებით შემდგა ერთი 5 პოლიციელი ერთად, ძალიან ცუდად ვარ, გვერდები მტკივა, ღვიძლში მირტყეს ფეხები და წიხლები. 5 კაცმა წიხლებით გამიგდეს, ეს რა ქვეყანაში ვცხოვრობთ, თქვენ ნორმალურები ხართ? ეს პოლიციელები არიან თუ კრიმინალები? ესეთი რამე მე ცხოვრებაში არ გმომივლია. წინა რეჟიმის დროსაც ადვოკატი ვიყავი და ახლაც. ადვოკატს წიხლებს ურტყამდნენ, ეს რა ხდებ ხალხო, – ამბობს იაკო კვანტალიანი.

ცოტა ხნის წინ თამაზ ელიზბარაშვილი დააკავეს. მას ხელბორკილები სამართალდამცველებმა საკუთარ ბინაში დაადეს.  ადგილზე ხმაური იყო.

მანამდე, მისი ბინის ჩხრეკის ოპერაცია მიმდინარეობდა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველები იარაღს ეძებდნენ.  ამავე მიზეზით გაჩხრიკეს მისი ავტომობილიც. როგორც “პირველებს” შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, გამოძიება თამაზ ელიზბარაშვილის წინააღმდეგ სსკ-ის 151-ე – მუქარისა და 236-ე – ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ