ილუსტრატორი დათო სიმონია:
გახსოვთ გოგნის ქარის ელექტროსადგური, რომლის გამოც 80 ჰექტარი ტყე უნდა გაჩეხონ? ჩაკეტეს ტერიტორია, სადაც ტყის ჭრა დაიწყო. არ უშვებენ ადგილობრივებს. არც სხვებს. რა არის დასამალი, თუ პროექტში ყველაფერი რიგზეა და ხალხისთვის კეთდება?
კომპანია, რომელიც ამას აკეთებს, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძესია. იშვიათი ხეების ჭრაზე ხელი ირაკლი კობახიძეს აქვს მოწერილი. მშენებლობის ნებართვა გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასცა. თემას სიღრმისეულად აშუქებს მხოლოდ ერთი ონლაინმედია “მთის ამბები”. ფოტოც მისი ვიდეოდანაა.
აქვე აღვნიშნავ, რომ არც ქარის ელექტროსადგურის წინააღმდეგი ვარ, არც სხვა ინფრასტრუქტურის, რომელიც სწორ ადგილზე, სწორი მიზნობრიობოთ კეთდება. როცა “მწვანე ენერგიისთვის”, ანუ ქარის ელექტროსადგურისთვის მწვანე საფარი იჩეხება, ეს პრაქტიკა მთელი მსოფლიოსთვის ცნობილია როგორც greenwashing (მწვანე თვალთმაქცობა). ცივილური მსოფლიო შეთანხმდა, რომ ეს ფარისევლობა და მავნებლობაა, მაგრამ ჩვენთან ამას ჯერ კიდევ “განვითარებას” ეძახიან.




