ნეპალში ოთხშაბათს მომხდარი წყალდიდობის შემდეგ, სულ მცირე 734 ადამიანი დაიღუპა და 2 400-ზე მეტი ადამიანი დაკარგულად ითვლება, – ინფორმაციას BBC-ი ადგილობრივ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ტიბეტში დაღუპულთა რიცხვი 16-ია, ხოლო 546 დაკარგულად ითვლება.
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე სამაშველო სამუშაოებში უსაფრთხოების ძალების თითქმის 20 000 წარმომადგენელია მობილიზებული. გაერო აცხადებს, რომ მკაცრი რელიეფი და წვიმა დახმარების მიწოდებას უკიდურესად ართულებს.
ჩინეთის სახელმწიფო მედია იუწყება, რომ მეწყრის შემდეგ წარმოქმნილი ახალი ბარიერული ტბის შეფასება მიმდინარეობს.
კიდევ ერთი ბარიერული ტბისგან წყალდიდობის შიშმა კი უკვე გამოიწვია პანიკა საზღვრის ორივე მხარეს.




