მერაბ მეტრეველი: ამბავი იმის შესახებ, როგორ დაგვიწესა ხელისუფლებამ ყველას ეფექტური ცენზურა

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ამბავი იმის შესახებ, როგორ დაგვიწესა ხელისუფლებამ ყველას ეფექტური ცენზურა:
სახელისუფლებო პროპაგანდისტულ მედიებს უკვე დიდი ხანია დავალებული აქვთ, ყველა აქტიური ადმიანის პოსტების, ინტერვიუების, ვიდეობის მონიტერინგი, ემანდ რამე ისეთი არ წამოცდთ, რაც მათი და ზოგადად საპროტესტო მოძრაობის გასაშავებლად გამოდგება.
მოგეხსენებთ, პროტესტში უმარავი ადამიანია ჩართული – პოლოტიკოსებიდან დაწყბული, რიგით აქტივისტით გაგრძელებული. ამ მოძრაობას ცენტრალიზებული სახე არ აქვს, რომ სადმე საერთო მესიჯბოქსი დგებოდეს და მერე ყველა იმას იმეორებდეს, როგორც ეს ქოცებში ხდება. აქ თავისუფალი ადამიანები არიან და ყველა იმას ამბობს და წერს, რასაც ფიქრობს.
თითქოს თავისუფლება და აზრთა სხვადასხვაობა უპირატესობა უნდა იყოს, მაგრამ ხელისუფლების ბინძურმა პროპაგანდამ ეს პროტესტის სისუსტედ აქცია.
ამდენ ადამიანში ყოველთვის მოიძებნება ვინმე, რომელიც რაღაც თემაზე საკამათო აზრს გამოთქვამს და მეტი რა უნდა პროპაგანდას – ქარდი გამზადებულია!
ისინი აზრის დამხინჯებასაც არ ერიდებიან. ადამიანმა შეიძლება დაწეროს უზარმაზარი პოსტი, სადაც საკითხს მრავალი კუთხიდან განიხილავს, პროპაგანდა კი, აქედან ერთ წინადადებას გაქარდავს უკონტექსტოდ და ისე წარმოაჩენს, თითქოს მხოლოდ ეს თქვა ავტორმა. (დღესაც შემხვდა რამდენიმე ასეთი ქარდი, სადაც ისე იყო ციტატა კონტექსტიდან ამოჭრილი, რომ აზრი მთლიანად იცვლებოდა).
შედეგად, მივიღეთ სიტუაცია, როდესაც ადმაინებისთვის აქეთა მხარეს, აზრის გულწრფელად გამოთქმა და იმის დაწერა, რასაც ფიქრობს, შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს.
თან შენი დაწერილი პოსტი, საიდანაც ერთ წინადადებას ამოჭრიან, მარტო შენ კი არ გაზარალებს, არამედ მთელ საპროტესტო მოძროაბას,
რამეთუ სახელისუფლებო პორპაგანდა ეფექტურად ახერხებს ყველა ერთ ქვაბში ჩაყაროს. ყველასთვის ერთი სახელი აქვთ მოფიქრებული “ოპოზციის აქტივისტი” ან “ნაცი აქტივისტი” და ა.შ. ამით ცდილობენ ზოგჯერ სრულიად რანდომ ადამიანის მოსაზრება მთელ ოპოზცოაზე და საპროტესრო მოძრაობაზე გაავრცელონ და ასე გააშავონ მთელი პროცესი.
ვერც ოპოზიციამ და ვერც პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა ამ დრომდე გაერთიანება და ერთ ორგანიზაციად ჩამოაყალიბება ვერ მოახერხეს, სამაგიეროდ, ისინი სახელისუფლებო პროპაგანდამ ეფექტურად გააერთიანა თავის ქარდებში, – იქ ყველა ერთია.
ამ ყველაფრის წინააღდეგ ორი გზა არსებობს:
1) მართლა გაერთიანდეს აქეთა მხარე, ოპოზიაც აქტივისტებიც და შეიქმნას საინფორმაციო ომის ერთიანი ცენტრი, სადაც ცენტრალიზებულად მოხდება ყველა საკითხზე მესიჯების შემუშვება და მათი გავრცელება სამხედრო დისცპლინით, როგორც ამას ქოცები აკეთებენ, რადგან ომს დისციპლინის გარეშე ვერ მოიგებ.
ან
2) იმის შიშით, რომ პროპაგანდამ არ გაგქარდოს და ამით შენი თანამოაზრეები არ დააზარალო, საკამთო საკითხებზე საერთოდ აზრის გამოთქმაზე უარის თქმა
რადგან პირველი ვარიანტი ასეთ ეკლექტურ საზოგადოებაში, როგორც საპროტესტო მოძრაობაა, შეუძლებელია, უმეტესობა მეორ ვარიანტს ირჩევს, აღარ წერს იმას, რასაც ფიქრობს, თავს იკავებს რომ პროპაგანდამ არ გაქარდოს.
ანუ ადამიანები თვითცენზურას მიმართავენ.
ხელსუფლებამ ასე მოახერხა ადამიანების რაღაც თემებზე გაჩუმება. არ გაჩუმდები და შენი გამოყენებით პროპაგანდა მთელ მოძრაობას გააშავებს.
დღეს ასეთი ვითარებაა: სანამ ვინმე რამეს დაწერს, მანამდე ათასჯერ უნდა დაფიქრდეს, აქედნ რა შეიძლება პროპაგანდამ ამოჭრას და გაქარდოს და მერე დაწეროს, რადგან პროტესტში ჩართული თითოეული ადამიანი მარტო საკუთარ თავს აღარ ეკუთვნის და მხოლოდ საკუთარ თავს არ აყენებს დარტყმის ქვეშ.
P.S. არსებობს კიდეც ერთი მეთოდი, როგორ დააღწიოთ თავი გაქარდვას: წერეთ მხოლოდ ქოცებზე და ბიძინაზე და არა ერთმანეთზე, ან ოპოზიციაზე, შედეგად არავინ გაქარდავთ

ასევე დაგაინტერესებთ