ადამ კადიროვი ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტროს მედლით დააჯილდოვეს

  • ამის შე­სა­ხებ თა­ვად რამ­ზან კა­დი­როვ­მა 25 აგ­ვის­ტოს Telegram-არხზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, ადამ კა­დი­როვს ჯილ­დო “აფხა­ზე­თის მხა­რეს­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და კავ­ში­რე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბის­თვის გა­დას­ცეს”.

ეს ადამ კა­დი­რო­ვის­თვის ბოლო პე­რი­ოდ­ში მი­ღე­ბუ­ლი არა­ერ­თი ჯილ­დო­დან კი­დევ ერ­თია. 14 აგ­ვის­ტოს ის ყურ­ჩა­ლო­ის რა­ი­ო­ნის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე­დაც და­ა­სა­ხე­ლეს. ჩეჩ­ნე­თის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მისი “შრო­მი­სა და რა­ი­ო­ნის მცხოვ­რებ­ლე­ბის წი­ნა­შე დამ­სა­ხუ­რე­ბით“ ახ­სნა, თუმ­ცა კონ­კრე­ტუ­ლად რა საქ­მი­ა­ნო­ბას ან მიღ­წე­ვებს გუ­ლის­ხმობ­და, არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია.

ადამ კა­დი­როვ­მა გან­სა­კუთ­რე­ბით ხში­რად ჯილ­დო­ე­ბი­სა და სა­პა­ტიო ტი­ტუ­ლე­ბის მი­ღე­ბა 2023 წლის შე­მოდ­გო­მი­დან და­ი­წყო, მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ის იზო­ლა­ტორ­ში ნი­კი­ტა ჟუ­რა­ველს სცემ­და. თა­ვად რამ­ზან კა­დი­რო­ვი აცხა­დებ­და, რომ მისი შვი­ლის ყვე­ლა ჯილ­დოს კონ­კრე­ტუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი ჰქონ­და სა­ფუძ­ვლად.

  • 2022 წლის თე­ბერ­ვლი­დან 2025 წლის აგ­ვის­ტომ­დე რამ­ზან კა­დი­როვ­მა და მის­მა 29-მა ახლო ნა­თე­სავ­მა სულ მცი­რე, 146 სხვა­დას­ხვა ჯილ­დო და გან­მას­ხვა­ვე­ბე­ლი ნი­შა­ნი მი­ი­ღეს. მათ შო­რის, მე­ო­რე ად­გილ­ზე სწო­რედ ადამ კა­დი­რო­ვი იყო მი­ღე­ბუ­ლი ჯილ­დო­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბით.

მისი ზო­გი­ერ­თი და­ჯილ­დო­ე­ბა უკვე არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა გან­ხილ­ვის სა­გა­ნი. მა­გა­ლი­თად, 2025 წლის 25 აგ­ვის­ტოს ადამ კა­დი­როვს “ჩეჩ­ნე­თის რეს­პუბ­ლი­კის დამ­ცვე­ლის“ ჯილ­დო გა­დას­ცეს ტაქ­ტი­კურ სრო­ლა­ში გა­მარ­თულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვად შე­ჯიბ­რე­ბა­ში არ მო­ნა­წი­ლე­ობ­და. იმა­ვე წლის მა­ის­ში მას მე­და­ლი უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ომის მხარ­და­ჭე­რას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვი­საც გა­დას­ცეს.

კი­დევ ერთი შემ­თხვე­ვა 2026 წლის ზა­ფხულ­ში მოხ­და. ადამ კა­დი­როვ­თან და­კავ­ში­რე­ბულ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლის ან­გა­რიშ­ზე გა­მოქ­ვეყ­ნდა ვი­დეო, სა­დაც ის, სა­ვა­რა­უ­დოდ, საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის რამ­დე­ნი­მე წესს არ­ღვევ­და – მოძ­რა­ობ­და დაშ­ვე­ბულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 2,5-ჯერ მეტი სიჩ­ქა­რით, გა­დაკ­ვე­თა ორ­მა­გი უწყვე­ტი ხაზი და სა­ჭეს­თან ტე­ლე­ფო­ნით სარ­გებ­ლობ­და. იუ­რის­ტე­ბის შე­ფა­სე­ბით, ჩა­ნა­წე­რი შე­საძ­ლოა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი საქ­მის სა­ფუძ­ვე­ლი გამ­ხდა­რი­ყო, მათ შო­რის მარ­თვის მოწ­მო­ბის ჩა­მორ­თმე­ვით.

რამ­დე­ნი­მე დღე­ში კი ადამ კა­დი­როვ­მა საგ­ზაო პო­ლი­ცი­ის­გან ჯილ­დო მი­ი­ღო.

ახლა მისი ჯილ­დო­ე­ბის სიას უკვე აფხა­ზე­თის ე.წ. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს “საბ­რძო­ლო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის­თვის“ ჯილ­დოც შე­ე­მა­ტა.