ლატვიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების, ტანსაცმლისა და სათამაშოების იმპორტი აკრძალა

ლატვიამ რუსეთიდან და ბელარუსიდან წიგნების, ტანსაცმლისა და სათამაშოების იმპორტი აკრძალა | ინფორმაციას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ ინიცირებული ახალი რეგულაციები ძალაში 1 სექტემბრიდან შედის. მათივე ცნობით, აკრძალვა გავრცელდება როგორც პირდაპირ იმპორტზე, ასევე მესამე ქვეყნების გავლით შეტანილ იმ პროდუქტებზე, რომელთა წარმოშობის წყაროც რუსეთი ან ბელარუსია
💬 “იმპორტის აკრძალვის მიზანია ლატვიის უსაფრთხოების ინტერესების დაცვა, რუსეთისა და ბელარუსის მიერ საქონლის ექსპორტიდან შემოსავლის მიღების შესაძლებლობის შემცირება და ლატვიაში რუსული პროპაგანდისტული მასალების შეღწევის შეზღუდვა. ეს საქონელი არ არის უნიკალური და სხვა ბაზრებზე მათი საკმარისი ალტერნატივები არსებობს. ლატვიისთვის მნიშვნელოვანია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და აგრესორთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტისკენ სვლა ყველა სფეროში“ | აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში

ასევე დაგაინტერესებთ