ღარიბაშვილი, რომელმაც ბრძოლა დააანონსა, სასამართლოზე არ მივიდა – დუმს მისი ადვოკატიც (ვიდეო)

ირაკლი ღარიბაშვილი, რომელმაც გუშინ ციხიდან ბრძოლა დააანონსა, სასამართლოზე არ მივიდა – დუმს მისი ადვოკატიც. მიხეილ შაყულაშვილმა სასამართლოს ეზო ისე დატოვა, რომ მედიას არცერთ კითხვაზე არ უპასუხა.

“კომენტარის გარეშე” – ეს იყო უფლებადამცველის დღევანდელი სათქმელი ყველა დასმულ კითხვაზე.

გუშინ ირაკლი ღარიბაშვილი ოჯახმა  პოლიტიკურ პატიმრად გამოაცხადა და სამართლებრივი ბრძოლაც დააანონსა, ამიტომ პოლიტიკურ წრეებში არსებობდა მოლოდინი, რომ წერილების შემდეგ, დაკავებული ექს-მაღალჩინოსანი განსასჯელის სკამიდან ალაპარაკდებოდა.

ირაკლი ღარიბაშვილის ახალ სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11:00 საათზე გაიმართება. ახლა მთავარი კითხვაა, დაესწრება თუ არა მომავალ სხდომას მსჯავრდებული ყოფილი პრემიერი.

ასევე დაგაინტერესებთ