იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც, არსებული ცნობებით, 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი

იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს შეატყობინა და მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.