29
სამოქალაქო აქტივისტი, სალომე სიმონია:
ზამირ კვეკვესკირი თან იწვოდა და თან ყვიროდა – შვილებს ქუჩაში ნუ დამიტოვებთო. 44 წლის დევნილმა, სააგენტოს წინ ბენზინი გადაისხა.
დევნილმა ვახტანგ ჭანტურიამაც სამინისტროსთან ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. როგორც თავად თქვა, მიზეზი მისი უსახლკარობა იყო.
ფოთში, დევნილმა დალი აბურჯანიამ ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. გვიშველეთ რამე, ვკივივართ და ყურადღებას არავინ გვაქცევსო.
უბინაოდ დარჩენილმა დევნილმა, გორის ადმინისტრაციულ შენობაში ვენები გადაიჭრა. ამორტიზებულ სახლში ცხოვრობდა- ბინას ითხოვდა.
წყალტუბოში, 58 წლის ადამიანი სიცივისგან გაიყინა. ის უკიდურეს გაჭირვებაში, საცხოვრებლად გამოუსადეგარ შენობაში ცხოვრობდა.
დევნილების გაურემონტებელ, ჩამონგრეულ კედლებიან შენობას ხანძარი გაუჩნდა და 35 წლის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა.
52 წლის ზურაბ ქირია, დევნილთა საცხოვრებლის სახურავიდან გადმოხტა. წლების მანძილზე ისიც ბინას უშედეგოდ ითხოვდა.
ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებზე ვზრუნავთ იქ ბენზინის შეტანითო – ი. კობახიძემ.
აქ კი, დევნილები ჯოჯოხეთს გადიან. დამცინავ 45 ლარს აძლევენ წლებია.
იცით ეს ყველაფერი რატომ ხდება?
იმიტომ რომ უკვე 14 წელია ამ მდარე სერიალს გვაყურებინებს ივანიშვილი მისი ხელქვეითების მონაწილეობით. ისეთს, რაც გუშინ და დღეს ვნახეთ ღარიბაშვილი-მდინარაძე-კობახიძის უბადრუკი, უმდარესი შესრულებით.