“ნასვამი ჩოჩორი” გურამ დადიანიძის საქმეში – მოგიყვებით სიმართლეს” – ტარიელ კაკაბაძე სქრინებს აქვეყნებს

5
ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, სოციალურ ქსელში, აქვეყნებს სქრინებს და წერს:
მოგიყვებით სიმართლეს:
2026 წლის 16 ავისტოს, ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე- ტარიელ კაკაბაძე/ Tariel Kakabadze მომწერა ადამიანმა ფეისბუქ პროფილით “ნასვამი ჩოჩორი”. მითხრა, რომ ჩართულია გურამ დადიანიძის საქმის პროცესში და სურდა დახმარების გაწევა. მე სერიოზულად არ აღვიქვი მისი ნათვამი, მაგრამ ვუთხარი რომ თუ რამე ინფორმაციას მიიღებდა, მოეწოდებინა ჩემთვის და მოეწერა პროფილზე: Tariel Kakabadze. აღნიშნული პროფილის პოვნა გაუჭირდა და თავად ვიპოვე ის.
ამის შემდეგ მომაწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ კახა გელაშვილის სახელით შექმნილ ფეიკ გვერდიდან თავად კახა გელაშვილი იყო შესული და ასევე შესული იყო სხვა პიროვნებაც ვლადიკავკაზიდან. მისი თქმით, პოსტი “დედა ცოცხალი ვარ” დადებულია კახა გელაშვილის მიერ.
ჩემმა თანამშრომელმა აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა გამომძიებელსა და პროკურორს.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩამოვფრინდი, 10 საათიანი ფრენის შემდეგ. ინტერნეტთან წვდომა არ მქონდა 10 საათის განმავლობაში. ჩამოფრენიდან რამდენიმე საათში მესენჯერში ვკითხულობ ამ ე.წ. ფეიკიდან შემოსულ მესიჯს სადაც მატყობინებს, რომ მისი დაწერილია ოსურ ენაზე პოსტი: “დადგა ჟამი”.
როგორც ჩანს, ვიღაცამ გამოიყენა ეს ადამიანი ჩემს გასაშავებლად, მაგრამ მე ყველა ჩვენი კომუნიკაცია შენახული მაქვს.
ჩემს პოსტს დავურთავ აღნიშნული ანგარიშიდან შემოსული მესიჯის სქრინს და ასევე ჩემი პასუხის სქრინს, სადაც ვსაყვედურობ მას, რომ მსგავსი ქმედება დაუშვებელია!
სასწრაფოდ დადგინდეს ვინ იმალება “ნასვამი ჩოჩორი”-ს უკან!!!
სქრინი რომელიც აჩვენებს, რომ აღნიშნულ პირს “ნასვამი ჩოჩორი” ვუსაყვდურე, რომ მსგავსი პოსტი არ უნდა დადებულიყო!აქ ნათლად ჩანს, რომ ამ პოსტის დადება შეთანხმებული არ იყო ჩემთან!ვიწინასწარმეტყველე, რომ სოფო ბიბილაშვილის დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენებდნენ ამ ყველაფერს!გული მიგრძნობდა, რომ ასე მოხდებოდა და ასეც მოხდა!ძალიან სწორად მივდივართ და ეს აწუხებთ. არ სურთ ამ საქმის გამოძიება!
Screenshot