25
ადვოკატი, ტარიელ კაკაბაძე, შსს–ს პასუხობს და წერს:
შსს-მ დადო არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თითქოს მე წინასწარ ვიცოდი რომ რაღაც პოსტი უნდა დადებულიყო ოსურ ენაზე.
აქამდე ვინარჩუნებდი კოლეგიალობა, მაგრამ ახლა უკვე ვხვდები, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება. ცდილობენ ჩემს დისკრედიტაციას.
შსს-ს განცხადება რომ უდიდესი ტყუილია, ამის დასადასტურებლად ცოტა ხანში დავდებ სქრინებს და გავასაჯაროვებ ყველაფერს!
ცნობისთვის, გამოძიების წამყვანი და მაკონტროლებელი პროკურატურაა – მან უნდა უპასუხოს კითხვას ახლა, მართალია თუა არა ადვოკატის ბრალდება, რომ არ სურთ ამ საქმის გამოძიება!