10 და 11 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში კანიე უესტი სოლო კონცერტებს გამართავს

10 და 11 ოქტომბერს სანქტ-პეტერბურგში კანიე უესტი სოლო კონცერტებს გამართავს.
კანიე უესტს რუსეთში სოლოკონცერტი აქამდე არ ჩაუტარებია.
ინფორმაციას რუსული სამთავრობო მედია ორგანიზატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
კანიე უესტმა კონცერტი თბილისში 12 ივნისს გამართა.
2026 წლის მაისში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა დიდ ბრიტანეთში, პოლონეთსა და შვეიცარიაში. გაურკვეველი ვადით გადაიდო კონცერტი საფრანგეთში – მიზეზი მისი ფაშისტური და ანტისემიტური განცხადებებია.
გასულ წლებში კანიე ვესტმა არაერთხელ თქვა, რომ მოსწონს ადოლფ ჰიტლერი, ამასთან ეჭვქვეშ დააყენა ჰოლოკოსტი.
2025-2026 წლებში მან X-ზე ახლა უკვე წაშლილ პოსტებში საკუთარი თავი არაერთხელ მოიხსენია „ნაცისტად“, გამოუშვა სიმღერა სახელწოდებით Heil Hitler, ასევე ყიდდა მაისურებს და ჰუდებს ფაშისტური სიმბოლოს, სვასტიკის გამოსახულებით. 2026 წლის იანვარში მომღერალმა თქვა, რომ არც ანტისემიტია და არც ნაცისტი და თავისი წარსული განცხადებები ბიპოლარული აშლილობით ახსნა.