ნანუკა ჟორჟოლიანი: … როგორ უნდა მოახერხო ჩაქოლო ის, ვინც მათთან “ომს” აანონსებს

ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი:
პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს უდანაშაულოს.
არაკორუმპირებულს.
კი, ლილუაშვილი ქოლ-ცენტრებში იყო, მაგრამ ვინც ასამართლებს ისიც ქოლცენტრებშია. აქ სამართალს კი არ არკვევენ, მიტანილ წილებზე დაობენ.
გახარიას პოლიტიკურად დევნიან, მაგრამ
არ ნიშნავს რომ 20 ივნისზე კითხვები მის მიმართ არაა. უბრალოდ ამ კითხვას ანზორ ჩუბინიძის მთავრობა არ უნდა სვამდეს.
ჯამი ჭურჭელია მეგობრებო.
ვისაც გგონიათ რომ ღარიბაშვილის თემით, დატბორილი ქუჩები გადაიფარა, რამე გამომრჩა, სადმე აქციები გქონდათ და ხელისუფლებას ოდნავ მაინც შეუტოკეთ ნერვი?:)
მართლა გგონიათ რომ ფეისბუქის პოსტებს რამე მნიშვნელობა აქვს? თან ისეთი რომ ღარიბაშვილი ბიძინას უკანალიდან, მაგიდაზე ინაცვლებს?
კომპრომატს სანამ დადებს ნებისმიერი ქოცი, ხომ არ ჯობია სამიზნე გავასწოროთ და მთავარი მოწინააღმდეგე არა პაიკი ღარიბაშვილი იყოს, არამედ ბიძინა ივანიშვილი , თუნდაც ირაკლი კობახიძე…
მგონი ვიღაცეებს ეს რეალობა მოგწონთ, საკუთარი თავის რეალიზებას აქ უფრო ხედავთ და არც არაფრის შეცვლა გინდათ, აბა რანაირად არ უნდა დაელოდო ჩუმად და დიდი ინტერესით კობახიძის და ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და მანამდე როგორ უნდა მოახერხო ჩაქოლო ის, ვინც მათთან “ომს” აანონსებს.
რატომ არ გკიდიათ რის გამო ხდება ეს.
ხდება და უყურეთ შორიდან რა
იმედი და რ2 რომ ხმას არ იღებს იქნებ მოხვდეთ რაშია საქმე. გადახედეთ ტროლების მესიჯებს.