ინდონეზიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 20-მდე გაიზარდა, – ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
კუნძულ ფლორესის სამაშველო სააგენტოს ცნობით, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, საპორტო ქალაქ მაუმერში, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.
კატასტროფების მართვის სააგენტოს განცხადებით, ნაგეკეოს რეგიონიდან 2000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
შეგახსენებთ, ინდონეზიაში, 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა აღმოსავლეთი მცირე ზონდის კუნძულების პროვინციის (აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარა) ფლორესის რეგიონში მოხდა. მიწისძვრის შედეგად კუნძულ ფლორესზე სამთავრობო და საცხოვრებელი შენობები, სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები დაზიანდა.


