უარი დემონტაჟის შეჩერებაზე – კალაძე უკან არ იხევს

ევროპის მოედანზე მძიმე ტექნიკა ისევ მუშაობს, იტალიელი არქიტექტორის მიერ დაპროექტებული „რიყის დოქების“ დემონტაჟი გრძელდება. შენობას იერსახე უკვე მნიშვნელოვნად აქვს შეცვლილი. თბილისის მერიას სამუშაოების შეჩერების მოთხოვნით არაერთხელ მიმართეს, მათ შორის არქიტექტორმა ანა ბიბილაშვილმაც, მერიას ამ განცხადების წასაკითხად 3 კვირა დასჭირდა, თუმცა მაინც არ დააკმაყოფილა.

რა აშენდება რიყის დოქების დემონტაჟის შემდეგ ?-ამ კითხვაზე პასუხი ამ დრომდე ბუნდოვანია, პროექტი ისევ გასაიდუმლოებულია, თუმცა სპეციალისტები ამბობენ, რომ არსებობს წინასწარი პროექტიც და მერიასთან შეთანხმებაც, თუ რა მასშტაბისს და როგორი შენობა უნდა აშენდეს რიყეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ინვესტორი ფულს არ გადაიხდიდა. კომპანიის პროფილის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, რიყის პარკს სასტუმრო ან აპარტამენტები დაიკავებს.

„რიყის დოქები“, იტალიელმა არქიტექტორმა მასიმილიანო ფუქსასმა დააპროექტა, რომლის მშენებლობისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 75 მილიონი ლარი დაიხარჯა. “ქართული ოცნების” ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ რიყის დოქები პოლიტიკურ შურისძიებას და  ბიზნეს ინტერესებს ეწირება.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო