პარტია “კანონი და სამართალი”-ს ლიდერი თაკო ჩარკვიანი:
დიახ, რუსეთი ოკუპანტია და ყველა შემოსულმა რუსმა ტურისტმა (უკლებლივ ყველამ) უნდა იცოდეს, რომ უახლოეს წარსულში რუსეთის სახელმწიფომ დიდი დარტყმა მიაყენა (მრავალგზის), მეზობელ დამოუკუდებელ სახელმწიფოს-საქართველოს, განახორციელა (როგორც თავად პუტინმა განაცხადა, “2006 წლიდან ვემზადებოდითო”- ვციტირებ) კარგად დაგეგმილი თავდასხმა, გადმოლახა დამოუკიდებელი საქართველოს საზღვრები და მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია, ამ უმძიმესი და სისხლიანი, უახლესი ისტორიის ვითომ არ ცოდნა, როგორც ხშირად იმეორებენ, ამ სისულელეს რუსი ტურისტები, კიდევ უფრო შეურაცხმყოფელია იმ ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომელთა ოჯახის წევრები ამოჟლეტილი ჰყავთ, შუა რუსთაველზე თუ აფხაზეთსა და სამაჩაბლოში. თუ მოდიხარ ამ ტრაგედიის მატარებელ ქვეყანაში, სადაც შენმა სახელმწიფომ უდიდესი ჟლეტვა მოაწყო, პატივისცემას რომ ელოდები ტურისტად შემოსული, რიდით მაინც ხომ უნდა იყო?! და, რომელ ქვეყანაშიც აპირებ “უკანალის გარუჯვას,” იმ (უახლოეს წარსულში) შენი ქვეყნის მიერ ამოწყვეტილი ხალხის და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, ისტორია უნდა მოიძიო, ხოლო თუ იცი ამ, დამოუკიდებელი პატარა და უძველესი ქვეყნის -საქართველოს ტრაგედიის შესახებ და მაინც უტიფრად უპატივცემულოდ არც კი იმჩნევ და თავი კოლონიზატორი გგონია, ბუნებრივია ასეთ საქციელს ვერავინ, ვერც სტუმართმოყვარე საქართველო აიტანს და ამას არანაირად არ და ვერ შეიძლება დაერქვას “ფობია” რომელიმე ერის მიმართ, ან რაღაც “ანტირასისტული” სიტყვა, ან, ან……
ნუ აგვერევა ერთმანეთში სტუმარ-მასპინძლობა და კოლონიზატორ-ოკუპანტის წინაშე გართხმა, რომელიც იქცევა კოლონიზატორული “ზამაშკებით”, ან იცის სად ჩამოვიდა და არანაირი რიდი და მოკრძალება არ აქვს მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილის გამო, ან #არ იცის “ტყემალზეა” რამდენი ოჯახია აჩეხილ ამოწყვეტილი (სულ ახლახან, რამდენიმე წლის წინ) მისი სახელმწიფოს მიერ, რომელსაც მთელს მსოფლიოში უკვე, დამოუკიდებელი ქვეყნების დამწიოკებლად და თავდამსხმელად იცნობენ ….რა თქმა უნდა ყველა ერთნაირი არ არის, ვიცნობ ადამიანებს მოაზროვნეებს, რომლებიც მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრობენ, თუმცა ცოტანი არიან, ან ეშინიათ და არ ჩანან, არ ვიცი, მათ იციან რაც ხდება და რაც ჩაიდინა თავდამსხმელმა ოკუპანტმა რუსეთმა, ამიტომ რიდით არიან და ეს ელემენტარული, მაინც გსიამოვნებს ადამიანს სხვა თუ არაფერი …….
ჰოდა …..თუ მაინცდამაინც (ასეთ, შენი სახელმწიფოს მიერ შევიწროვებულ ქვეყანაში) ტურისტად მოდიხარ, ან პატივისცემით და რიდით უნდა მოიქცე და გახსოვდეს, რომ შეიძლება ადამიანი რომელიც დიდსულოვანია და გიღიმის, ან მცხობელად მუშაობს ზუსტად იმ სანაპიროზე – “პლაჟზე” კაფეში, სადაც რუჯს იღებ, შეიძლება გმირი ჯარისკაცის განადგურებული დედაა, ან მამა, ან და, რომელსაც ენა ამოუღეს -ამოგლიჯეს ისე აწამეს და მოკლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ საქართველოს მიწას, საკუთარ მიწას და ოჯახს იცავდა თავის სახლში, აგერ სულ რამდენიმე წლის წინ, ამიტომ ამ დიდსულოვნებას, ცოტა რიდით უნდა უპასუხოთ, რომ “ხაჭაპური” ყელზე არ დაგადგეთ ……..
რიდი ,მოკრძალება, ელემენტარულად, შენი მეზობელი ლამაზი და კეთილშობილი, სტუმართმოყვარე, ვიტყოდი, ზღვარგადასული (“სისულელემდე”) მისული სტუმართმოყვარე ოკუპირებული ტერიტორიებით საქართველოს, უახლესი წარსულის ცოდნაა საჭირო, თორემ საქართველოში სტუმრის მიღება არავის ეშლება, ნუ
თუ სტუმარია ცხადია…..
თამარ ჩარკვიანი – 2026-აგვისტო




