“არაფერი ბოდიში არ მაქვს მოსახდელი და არც მომიხდია!” – გიორგი ბარამიძე

ენმ-ის ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ბარამიძე:

ძალიან დიდი სირცხვილია რასაც წერთ, რადგან მე რაც ვთქვი, იმაზე არაფერი ბოდიში არ მაქვს მოსახდელი და არც მომიხდია! მოვუხადე იმათ ვინც პროპაგანდამ მოატყუა და “უნებლიედ ვაწყენინეთქო”

ჩემი ნათქვამი აზრი, (რასაც თქვენც ამახინჯებთ) არის სიმართლე.
მე ვთქვი რომ ომის პირველ პერიოდში ” ჩვენები ტყვეებს არ იყვანდნენ”! და იაგოს დამაზუსტებელ კითხვაზე “რატომო”? ვუპასუხე “ხვრეტდენთქო” აი ამ სიტყვას ჩაეჭიდა ქოცური სიცრუის პროპაგანდა და მთლიანად შეცვალა ჩემი ნათქვამის აზრი. კერძოდ:
თუ ტყვეები არ აგვყავდა, ესეიგი არც გვყოლია ტყვეები!!!
თუ ტყვეები არ გვყავდა ვის დახვრეტდა ვინმე? ამ წინადადებას რა დიდი ანალიზი ჭირდება?
გაუგებრობა გამოიწვია სიტყვა “დახვრეტამ”, და ვაღიარებ, აჯობებდა ამ კონტეწსტში სხვა სიტყვა გამომეყენებინა.

მაგრამ რაც ვთქვი, ამით აზრი არ იცვლება. ანუ ომის პირველ პერიოდში ჩვენი მებრძოლები ვისაც ახლობლები, ოჯახის წევრები მოუკლეს, არ ინდობდნენ მოწინააღმდეგეს და მტერს ესროდნენ, ცხრილავდნენ, “ხვრეტდენ”, რა არის ამაში ვინმესთვის გასაკვირი? ან ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი? ომში, ომობ და გიწევს მტრისთვის ტყვიის სროლა და მოკვლა, ესაა ომის უბედურება.

მე ბოდიში მოვიხადე არა ჩემს მიერ სიმართლის თქმისთვის, არამედ, რადგან ქოცურმა პროპაგანდამ ასე შეატრიალა ჩემი ნათქვამი, თუ ვინმე პატრიოტ მეომარს (და არა კარის მსახურებს) გული უნებლიედ ვატკინე იმათ.

ომის საწყისი პერიოდის მძიმე ვითარების თაობაზე სიმართლე ესაა.
არსად მიხსენებია ის როგორც პროპაგანდამ მონათლა, რომ თითქოს უკვე დატყვევებული ადამიანი ვინმემ “დახვრიტა”!
ესაა მთავარი სიყალბე და მართლა რუსული პროპაგანდის უნამუსობა.

მესმის ქოცის გარდა, კიდევ არიან მიშას, ჩემი და ჩვენი გუნდის პოლიტიკური მტრები, რომლებიც ჩვენ უფრო მეტად ვერ გვიტანენ, ვიდრე ქოცებს.
ეგენიც კოხტად აეწყვნენ ქოცების ცილისმწამებლურ პიარს, თორე რაც ინტერვიუში ვთქვი, ვინც მართლა ყურადღებით მოუსმინა რა ვთქვი, გაიგებდა კიდეც.