საქართველოს სპორტის მინისტრმა სიდნეიში Allianz Arena-ს სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა

საქართველოს სპორტის მინისტრმა სიდნეიში Allianz Arena-ს სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა
საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ავსტრალიაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტისას შალვა გოგოლაძემ სიდნეის სტადიონის – Allianz Arena-ს, დირექტორის მიწვევით სპორტული კომპლექსის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა. კომპლექსი საფეხბურთო, სარაგბო და კრიკეტის სტადიონებს აერთიანებს, რომლებზეც მნიშვნელოვანი ეროვნული და საერთაშორისო სპორტული ღონისძიებები იმართება. 2027 წელს ავსტრალია რაგბის მსოფლიოს ჩემპიონატს მასპინძლობს, რომელიც სწორედ ამ სტადიონზე ჩატარდება.
მინისტრთან ერთად სპორტული ინფრასტრუქტურა მოინახულეს სპორტის მინისტრის მოადგილე ირაკლი დოლაბერიძემ და ავსტრალიის თანამეგობრობაში საქართველოს საელჩოს უფროსმა მრჩეველმა, საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ლაშა ჯაფარიძემ.