“პიტიახშივით “მხეცებივით იზახიან” 21-ე საუკუნის ვაჟკაცები და ისე ხოცავენ ცოლებს – ამისთვის იბრძოლეთ” – ეკა ბუჩუკური

ის ხალხი მაინც გაჩუმდით, ხანძთელი და მერჩულე, ერთმანეთისგან რომ ვერ გაგირჩევიათ და ერეკლე პაპას და დავით აღმაშენებლის გარდა, ორ მეფესაც რომ ვერ დაასახელებთ, საქართველოს ისტორიაში. ახალ თაობას აუცილებლად უნდა ჰქონდეს აზრის გამოთქმის და პოზიციის დაფიქსირების საშუალება. რუსულ ანკლავებში არ მოსულა ეს, თორემ “მამათა და შვილთა” ბრძოლა და ” “ხიდჩატეხილობის თემა”, სკოლებშიც გავიარეთ, მაგრამ გახსოვთ? კი, ვერ იგებს ჩვენი შვილების თაობა, რატომ უნდა აზეპირებინონ “შუშანიკი” და ” ვეფხისტყაოსანი” საგნებში სამჯერ აჭრილმა მასწავლებლებმა და ხტუნვა- ხტუნით გაატარონ ისე საქართველოს ისტორია, რომ თარიღების დაზეპირების მეტი არაფერი მოსთხოვონ. ერთი-ორ კარგ და ბრილიანტ მასწავლებელს არ ვგულისხმობ. საქართველოს ისტორია, მეფეების და ბრძოლების თარიღები არაა მხოლოდ. ჰაგიოგრაფიაც უნდა ისწავლებოდეს და “ვეფხისტყაოსანიც”, ოღონდ საზეპიროების გარეშე და ბავშვებს ისიც უნდა ვასწავლოთ როგორი იყო ქართული საზოგადოება, რას საქმიანობდა, რა ეცვათ, როგორი იყო პოლიტიკური მდგომარეობა რეგიონში, რომ უკეთესად გაიგონ, შუშანიკის წამების არსიც და ქეთევან დედოფლისაც. #მარიამგულედანი მარიამს კი ნუ ლანძღავთ, 90%- ის შვილები არ იზეპირებენ შუშანიკს, არც ჩემს შვილებს მოუკლავთ თავი. სამაგიეროდ მე მოვიკალი-სამი საღამო ვუყვებოდი ყველაფერზე. ნუ ებრძვით ბავშვებს, ნურც სხვის და ნურც საკუთარ შვილებს. განათლების სისტემაა შესაცვლელი მთლიანად და ბევრი მასწავლებელი გამოსაცვლელი. საზოგადოებაც- ვარსქენ პიტიახშივით “მძვინვარენი ყივიან და მხეცებივით იზახიან” 21-ე საუკუნის ვაჟკაცები და ისე ხოცავენ ცოლებს. ამისთვის იბრძოლეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საელჩოებმა და უცხოელმა აქტორებმა თავის დაფინანსებულ „ენჯეოებსა“ და პარტიებს, როლებსაც ხშირად ეხუტებიან ოპოზიციიდან, უნდა მოუწოდონ, არჩევნები აღიარონ, ეს არის დემოკრატია