
“რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამოცხადებულია რეჟიმი „უპილოტო საფრთხე“. საჰაერო თავდაცვის ძალები და შეიარაღებული ძალების მორიგე ქვედანაყოფები აკონტროლებენ საჰაერო სივრცეს. უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, მოქალაქეებს ვთხოვთ, დაიცვან უსაფრთხოების ზომები: არ იმყოფებოდეთ საფრენი აპარატის პირდაპირი ხედვის ზონაში. გააფრთხილეთ გარშემომყოფები საფრთხის შესახებ. ნუ ეცდებით აპარატის ჩამოგდებას ხელთ არსებული საშუალებებით და ნუ შეეხებით ნამსხვრევებს – შესაძლოა ისინი დანაღმული იყოს ან შეიცავდეს რადიოაქტიურ ნივთიერებებს.” – ნათქვამია განცხადებაში.