პოლიტიკოსი, ფსიქოლოგი მაია ნადირაძე:
ქოცებს მორიგი მენტალური აშლილობის შეტევა აქვთ.
მიშა ყოფილა პრორუსი და ბიძინა ანტირუსი, თქვა ბეჩავმა კობახიძემ.
რატომ ქნა ეს?
უპირველეს ყოვლისა იმიტომ რომ მათი დღის წესრიგი დაირღვა: მოლაპარაკე თავები ლაპარაკობენ ენმ-ს პრობლემებზე, ყრილობაზე, ნანუკას აქტივობებზე, ზოგი ლანძღავს, ზოგი მხარს უჭერს, მაგრამ დღის წესრიგი ივანიშვილის არ არის!
ხოდა, მიდგნენ- მოდგნენ და ყველაზე დიდი იდიოტობა გამოაგორეს, რომ ნაცები პრორუსები არიან.
და ზუსტად იციან, რომ აქეთა მხარე ყველაფერს მიატოვებს და თავის მართლებაზე გადავა – “ ეგ როგორ?” “მე ისა, შენ ესა” , “ ეს რა სიგიჟეა” და მისთანები.
ანუ, ქოცაჯენდა იმუშავებს.
აი, რა მნიშვნელიბა აქვს რას იტყვის და როდის ეს ცხოვრებისგან გალახული და გაბოროტებული ტიპი?!
მთელი ქოცების მოღვაწეობა ემსახურება ერთ რამეს, საკუთარ ალტერეგოსთან ბრძოლას, საკუთარი მეობის განულების შიშთან ბრძოლას.
ვინ, ვინ და ქოცებმა გადასარევად იციან რა გაკეთდა და რამდენი საქართველისთვის იმ 9 წელიწადში. ამიტომ ებრძვიან და ანადგურებენ ყველაფერს – უნდა მოაშთონ ყველა სიმბოლოც კი რაც გაახსენებთ, რომ იმ უპირატესობას ვერასდროს დაძლევენ.
ომი საქართველომ დაიწყოდან, “ დოქების” დაშლით დამთავრებული, არის უბადრუკი მცდელობა უშველონ საკუთარ ეგოს.
სინამდვილეში კი, ყველა ჯერზე როცა ნაცებს და მიშას ეტოლებიან, ადასტურებენ საკუთარ უბადრუკობას, სიმხდალეს და მოწინააღმდეგის უპირატესობას. იციან რა, რომ ვერასდროს ვერაფერს მსგავს ვერ გააკეთებენ, ამიტომ გაკეთებულს მოსპობენ, ჭიჭყინში გადაიყვანენ პროცესს, მერე ერთ ავარიულ გზას გაიყვანენ და იქნებ დაუფასდეთ. სულ ესაა!
მუდმივ და ძლიერ სტრესში, რაც ივანიშვილის მსახურების მუდმივი მდგომარეობაა, განსაკუთრებით გაძლიერებულია საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალების პროცესი.
ფუჭი ინსტიქტია გადარჩენის.
ყველაფერი რასაც ქოცები სხვაზე ამბობენ, საკუთარი “ ცოდვების” გამჟღავნებაა და მეტი არაფერი.
ასე რომ, ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო, კობახიძის გუშინდელი განცხადება არის მანიფესტი იმაზე, რომ ქოცობა არის რუსის მსახურება, რუსულ ჭუჭყიან ფულზე მომრავლებული ბუზების ბზუილი და მეტი არაფერი.




