პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

ვლადიმერ პუტინსა და ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

კრემლის ცნობით, რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა, ვლადიმერ პუტინმა და ილჰამ ალიევმა სატელეფონო საუბრისას ორმხრივი და საერთაშორისო მნიშვნელობის საკითხები განიხილეს.

„ლიდერებმა ხაზი გაუსვეს რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობების კონსტრუქციულ ხასიათს, ასევე, მთავრობებსა და შესაბამის უწყებებს შორის დიალოგის გააქტიურებას“, – ნათქვამია კრემლის განცხადებაში.

ასევე, კრემლის ინფორმაციით, პუტინმა და ალიევმა რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის გაფართოების მიმართ მზადყოფნა დაადასტურეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – ღარიბაშვილი პოლიტიკური გვამია, რაც ბიძინამ მშვენივრად იცის – არ ვამბობ, რომ ეპისტოლარულ ჟანრში გადანაცვლება ივანიშვილის ინიცირებული იყო, მაგრამ ახლა ეს უკვე მისი თამაშია, საჭირო მომენტში კობახიძის წინააღმდეგ

თამარ ბუჩუკური: მიშისტების მიტინგიაო ამბობენ. რეალურად საქართველოისტები უნდა შევიკრიბოთ. ვისაც არ მოგწონთ მიშა, თქვენც უნდა იყოთ, მიშას გამო კი არა, თქვენს გამო – მხოლოდ ამ ქვეყნის ევროპული მომავლის გამო