პიჯაკი 45 ლარი, შარვალი და ქვედაკაბა 25 ლარი – სამინისტრომ სასკოლო ფორმების საფასური დაადგინა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ გამოსცა ბრძანება რომლითაც საჯარო სკოლის ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური დადგინდა.

დოკუმენტის დანართის თანახმად, განისაზღვრა სასკოლო ფორმის ტანსაცმლის თითოეული ერთეულის რეალიზაციის კონკრეტული საფასური:

  • სასკოლო პიჯაკი (ბიჭისთვის) – 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (ბიჭისთვის) – 25 ლარი;
  • სასკოლო პიჯაკი (გოგოსთვის) – 45 ლარი;
  • სასკოლო შარვალი (გოგოსთვის) – 25 ლარი;
  • სასკოლო ქვედაკაბა (როგორც მოკლე, ისე გრძელი) – 25 ლარი.

ბრძანებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ დადგენილი სასკოლო ფორმის ტანსაცმლის საფასური ფიქსირებულია და მისი განსხვავებული საფასურით რეალიზაცია დაუშვებელია.

 

ასევე დაგაინტერესებთ