მერაბ მეტრეველი: შეიძლება 25 დღით დაგიჭირონ, არა კონკრეტულად ვინმეს გინებისთვის, არამედ ზოგადი შეგინებისთვის

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
ანუ როგორც გიორგი ახობაძის ადვოკატი ამბობს, სასამრთლოზე გიორგის ედავებოდნენ არა ბილწსოტყვაობას, არამედ ისეთი სიტყვების გამოყენებას, როგორიცაა “მონა,” “მოღალატე,” “ტვინმცირე,” და ასვე შეგინებას ჩამდები პოლოციელების მისამართით.
ანუ შეიძლება ხვალ თქვენ გასამართლდეთ არა მხოლოდ გინებისთვის, ან ბილწსიტყვაობისთვის, არამედ პოლიტოკოსის შეფასებისთვის და მისთვის “მონის,” ან “მოღალატის” დაძახებისთვის.
ასევე შეიძლება 25 დღით დაგიჭირონ, არა კონკრეტულად ვინმეს გინებისთვის, არამედ ზოგადი შეგინებისთვის.
ვის აგინა, გიორგიმ?
ჩამდებ პოლიციელებს.
ამის გამო რომ იჭერს სისტემა ადამიანს, შეუძლია სისტემას დაასახელოს კონკრეტულად ვინ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად?
ან ეს რას ნიშნავს, რომ სისტემა აღირებს ჩამდები პოლიციელების არსებობას?