ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს (ვიდეო)

ექიმ გიორგი ახობაძეს ხელბორკილები საკუთარ სახლში დაადეს. შსს-ს თანამშრომლების განმარტებით, ამ დროისთვის ის მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გადაჰყავთ.

მედიკოსისა და სამოქალაქო აქტივისტის სახლში ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის თანამშრომლები ცოტა ხნის წინ მივიდნენ.

შსს-ს თანამშრომლებმა გიორგი ახობაძეს დადგენილება წაუკითხეს. დაკავებული ექიმი პოლიციის წარმომადგენლებს ეუბნებოდა, რომ საქმე “ჩამდები პოლიციელების შესახებ არის” და ეკითხებოდა, მოსწონთ თუ არა თავიანთი თანამშრომლები, რომლებიც “ჩამდებები” არიან.

  • ცნობისთვის, მას სასამართლომ 25-დღიანი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ მიიღო.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: გველესიანს ჰგონია, რომ 42 კილო ბარგი უფასოდ გაატანეს საზღვარზე – არა, ბიჭი, ეგეთ ქვეყნებში, შენნაირების ბარგის ფულს მერე ერთი-ორად იღებენ ღატაკი, საწყალი ხალხიდან, ხან პურით… ხან სისხლით, თავისუფლებით და სიცოცხლით!