ჟურნალისტი გოჩა მირცხულავა:
ქოცებო! ახლა მკვლელები რომ დაგიძახოთ აღშფოთდებით ხომ? საფუძველი არ მაქვს თუ ჩამოვთვალო 14 წლის განმავლობაში მოკლული ადამიანები და გაუბედურებული ოჯახები… თქვენ ხომ ყოველთვის გაქვთ ყველა მკვლელობის გასამართლებელი არგუმენტი.
და ახლა რას იტყვით – ბავშვებს ყველგან კლავენ? ლამის ყველა გარეწარი რომ იარაღით დადის, ეგეც ნორმაა, ხომ?
ახლა ზუსტად ვიცი, რას აკეთებთ: მოკლული 17 წლის ბავშვის ახლობლებს ეძებთ. ყველაფერს გააკეთებთ, რომ დედამ „ენა ჩაიგდოს“, რომ ოჯახი გააჩუმოთ, რომ სიმართლე არ ითქვას.
ამავე დროს მესიჯბოქსზე მუშაობთ – როგორ შეფუთოთ მკვლელობა, როგორ გადაიტანოთ ყურადღება, როგორ აქციოთ დანაშაული „უბედურ შემთხვევად“.
და კიდევ: თუ მკვლელი უკვე აეროპორტისკენ არ მიგყავთ, ამ ვარიანტსაც აუცილებლად განიხილავთ.
ბოლო-ბოლო დააკავებთ და საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით – წაიყვანთ, რათა რამდენიმე წელიწადში ისევ თავისუფალი იყოს.
ეს არის თქვენი ბუნება.
ეს არის თქვენი „მშვიდობა“.
ეს არის თქვენი მორალი.
აი, ამ ყველაფრის შექმნისთვის მეზიზღება თქვენი ბელადი – ბიძინა ივანიშვილი და მეზიზღებით თქვენც, საკუთარი ქაქის კომფორტში ჩამხვრჩალი გარეწრები, ვინც პირადი კეთილდღეობისთვის ყველაფერზე მოაწერთ ხელს.
ცნობისათვის,ვერაზე სროლის შედეგად დაჭრილი ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში გარდაიცვალა.
შემთხვევის შედეგად სულ 4 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანი დაიჭრა, ერთი მათგანი კი კლინიკაში გარდაიცვალა.
„დაჭრილებს შორის 2 არასრულწლოვანია. ოთხივე მათგანი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მიყენებული დაზიანების შედეგად, ერთ-ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა”,- ნათქვამია შსს-ის განცხადებაში.
არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ხეჩინაშვილის კლინიკაში იყო მოთავსებული.




