სამხრეთ ფილიპინებში მეწყერმა ორი ავტობუსი მოიყოლა

სამხრეთ ფილიპინებში მეწყერმა ორი ავტობუსი მოიყოლა, – ამის შესახებ ინფორმაციას AFP-ი ფილიპინების კატასტროფების ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.
AFP-ის ცნობით, ავტობუსებში სულ მცირე 28 ადამიანი იმყოფებოდა, 8 მათგანმა გაქცევა მოახერხა.
მეწყერი დავაო დე ოროს პროვინციაში, კუნძულ მინდანაოზე, ოქროს მაღაროსთან ახლოს ჩამოწვა.
მეწყერის ჩამოწოლის შედეგად 11 ადგილობრივი დაშავდა. ორმა მათგანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო და დავაოს საავადმყოფოში გადაიყვანეს.
კატასტროფების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ მეწყერისა და წყალდიდობის შედეგად გასულ კვირას სულ მცირე 18 ადამიანი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

კონსტანტინ ზატულინი პრემიერის განცხადებაზე – არ მესმის, როგორ დააბრუნებს 2030 წლისთვის აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, რომლებიც ვითარდებიან როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რუსეთის მფარველობის ქვეშ