ვიკა ბუკია: ნინო შუბლაძე ნამუსი გაგაჩნია საერთოდ? ხათუნა ბერძენიშვილს და შენ? მანდ ვინც მუშაობთ ადამიანობის რამე შეგრჩათ?

ჟურნალისტი ვიკა ბუკია:
Nino Shubladze ნამუსი გაგაჩნია საერთოდ? ხათუნა ბერძენიშვილს და შენ? მანდ ვინც მუშაობთ ადამიანობის რამე შეგრჩათ? არაფრის არ გეშინიათ? სისტემის – არა, და ღმერთის? ასე როგორ გადაჯიშდით? ასე როგორ გადაგვარდით. ყველა თქვენი ქარდი არის უზნეობის, უმორალობის, უსულგულობის დემონსტრირება.
პატარა სანის თვალწინ დაესხა ვახოს გავეშებული ბრბო. ან შვილები არ გყავთ? ვინ ხართ თქვენ? ერთ კაცს დაესხნენ თავს, კაცს, რომელსაც მანქანა გაუჩერდა თოვლში, კაცს რომელსაც მოყავდა ბავშვი სახლში. ბავშვი, რომელიც მაშინ ექიმთან დაყავდათ და სახლში ბრუნდებოდნენ, აი, ასეთ მდგომარეობაში მყოფ კაცს დაესხნენ თავს ცოლ-შვილის თვალწინ და ფიზიკურად გაუსწორდნენ, ერთ კაცს მოერივნენ, შვილს აყურებინეს.
ქუჩაში გამარჯობას არ გეტყვიან თქვენ. მოვა ეგ დრო, შეგრცხვებათ ამ ქვეყანაში სიარული. ვერ ჩამოირეცხავთ ამ ბოროტებას.