აქციებზე დაკავებული აქტივისტების მშობლები გაზეთებს დღეს ოზურგეთში არიგებენ

აქციებზე დაკავებული აქტივისტების გზავნილები რეგიონებში ვრცელდება. პატიმრების მშობლები დღეს ოზურგეთში იმყოფებიან, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ციხიდან გამოგზავნილ წერილებს ურიგებენ და მათი შვილების წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებზე ესაუბრებიან.

ეს რეგიონებში გამართული უკვე 43-ე გასვლითი შეხვედრაა. სინდისის პატიმრების მშობლები აცხადებენ, რომ ამ ფორმით საზოგადოების ინფორმირებას ცდილობენ და პროპაგანდას ებრძვიან.

ყველგან ჩანს უკმაყოფილება, ყველგან ჩანს გაჭირვება, უიმედობა, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვალდებულიც კი ვართ, ვიაროთ ასე, ხალხს ხელი ჩამოვართვათ და სიმართლე ვუთხრათ ყველაფერთან დაკავშირებით. პატიმრებზე როცა ვუყვებით, აინტერესებთ სხვა ამბებიც, რა გვეშველება, ამ ქვეყანას რა ეშველება, ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, ყველაფერს ვაწვდითს აზოგადოებას. ეს ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ, – ამბობს ზურაბ ცეცხლაძე. 

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ნაცვლიშვილი – 2012 წელს რევოლუციური ცვლილება იყო, მაგრამ სისტემის ცვლილება იმ ფორმით, რა მოლოდინიც არსებობდა, არ მომხდარა – „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ჩამოეყალიბებინა მონოლითური პარტია, სადაც პოლიტიკოსები აღარ არიან

გიორგი ებრალიძე: ბატონო “მავანნო” რა კრიტერიუმების საფუძველზე გათავსუფლდა თანამდებობიდან, ტელე ხელოვნებისა და მასმედიის კოლეჯის დირექტორი ზურაბ ოშხნელი? ეჭვი მაქვს რომ ვერ მიპასუხებთ “მავანნო” ამიტომ ჩემ აზრს მოგახსენებთ