ფიქრია ჩიხრაძე: რუსების მასიურ შემოსვლას საქართველოში ახლავს უდიდესი პრობლემა (ვიდეო)

კოალიცია “ლელო – ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, ფიქრია ჩიხრაძე კახეთში, ქორწილში დაპირისპირებას ეხმაურება და ამბობს, რომ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში მასიურ შემოსვლას თან ახლავს უდიდესი პრობლემა, “რასაც ჰქვია იმპერიული სულით გაჟღენთილი დამოკიდებულება”.

მისი თქმით, “ლელო – ძლიერი საქართველო” ჯერ კიდევ წლების წინ ამბობდა, რომ აუცილებლად უნდა შემოგვეღო სავიზო რეჟიმი რუსეთთან და “საოკუპაციო დოკუმენტი”- რომელიც აუცილებლად უნდა შეევსოთ აქ შემომსვლელ ადამიანებს, რომ მათ იცოდნენ, ისინი მოდიან მათი ხელისუფლების მიერ ოკუპირებულ ქვეყანაში”.