რომან გოცირიძე: როდესაც ასეთი, ერთი შეხედვით ანომალიური ვითარება ფიქსირდება, ეროვნული ბანკი უნდა განმარტავდეს ამ მოვლენას

რომან გოცირიძე:
უცნაური ამბები ხდება საქართველოს საბანკო სისტემაში. კომერციულ ბანკებს არ უნდათ ეროვნული ბანკის ფული. ე.წ. რეფინანსირების სესხების მოცულობა ექვს თვეში 13-ჯერ შემცირდა. თუ გასული წლის 31 დეკემბერს კომერციულმა ბანკებმა ეროვნული ბანკისგან 4,2 მილიარდი ლარი ისესხეს, დღეისათვის ეს მაჩვენებელი 300 მილიონ ლარამდე ჩამოვიდა.
როდესაც ასეთი, ერთი შეხედვით ანომალიური ვითარება ფიქსირდება, ეროვნული ბანკი უნდა განმარტავდეს ამ მოვლენას.
ამ ფაქტს მრავალი მიზეზი აქვს, რომლებიც, თავის მხრივ, სხვა, არა მხოლოდ ფინანსური ხასიათის პროცესებზე მიგვითითებს. ამის შესახებ მოგვიანებით.
რეფინანსირების სესხების დინამიკის ცხრილი იხილეთ.
Screenshot