პენიტენციური სამსახური ადასტურებს ზოდელავას კლინიკაში გადაყვანას და განმარტებას აკეთებს

პენიტენციური სამსახური 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებული ყოფილი მთავარი პროკურორის, მურთაზ ზოდელავას კლინიკაში გადაყვანას ადასტურებს.

როგორც უწყების პრესამსახურში “პირველებს” განუმარტეს, ინსულტის დიაგნოზი არ დასტურდება.

ზოდელავა კველვეზე ჯანმრთელობის არადამაკმაყოფილი მდგომარეობის გამო  გამო გადაიყვანეს”. – უთხრეს უწყების პრესამსახურში “პირველებს”.

მურთაზ ზოდელავას “ვივამედში” გადაყვანის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

როგორც სააკაშვილი წერს, ციხეში ზოდელავამ ორჯერ გადაიტანა ინსულტი.