ლეონი კასელს განსაცვიფრებელი სამოდელო დებიუტი ჰქონდა – მან სიცილიაში, ტაორმინაში გამართული Dolce & Gabbana Alta Moda-ს ჩვენება გახსნა. სულ რაღაც 16 წლის ასაკში, იგი ამ პრეზენტაციის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა; მას ეცვა აბრეშუმის კაბა, რომელიც ხმელთაშუა ზღვას მოგვაგონებდა. მისი გამოსვლის პირველი რიგებიდან მეთვალყურეთა შორის იყვნენ დედამისი, მსახიობი მონიკა ბელუჩი და სხვა მაღალი წრის სტუმრები, მათ შორის ჯენიფერ ლოპესიც.
ლეონი – მონიკა ბელუჩისა და მსახიობ ვენსან კასელის ქალიშვილი – მოდის სამყაროში თავის უფროს დას, დევა კასელს უერთდება. დევა უკვე ნამდვილი ვარსკვლავია – მისი სამსახიობო თუ სამოდელო კარიერა სულ უფრო ვითარდება – დევა უკვე თანამშრობლობს ისეთ მოდის სახლებთან, როგორებიცაა, Dolce & Gabbana და Dior.
ამ ჩვენებამდე ლეონი კასელი VOGUE-ის ყდაზე გამოჩნდა და დედასთან ერთად ძალიან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერა.




