“ფიროსმანი მიუსაფარიც მოვკალით და ახლაც ხელახლა ვკლავთ მისი მუზეუმების მიუხედაობით!….”

..„რად მოჰკალით ფიროსმანი?!”….
დღეს მწარე გულისტკივილით ამბობენ, ფოროსმანი სიცოცხლეში დაუფასებელი იყოო! ფაცაფუცით დაატარებენ მის ორიგინალებს მსოფლიოში, გულზე მჯიღსაც ირტყამენ და თავსაც იწონებენ მისით ყველგან, მაგრამ არც რომ სიკვდილის მერეა დაფასებული მხატვარი ისე, როგორც ჩვენს გულს უნდა, ამას კი ვხედავთ და ხშირად მახსენდება პოეტი მარინე ცხვედიაშვილის სიტყვები:
“თუ ნიკალას ტურფა მხარეს, ნადიმობა მოგინდათ,
ქიზიყელი ბიჭი მთვარეს შოთის პურად მოგიტანთ,
მაგრამ ძმებო, უნდა გითხრათ, გულში სევდა რაც არის,
რად მოჰკალით ფიროსმანი, ასე მიუსაფარი!”
კი, ფიროსმანი მიუსაფარიც მოვკალით და ახლაც ხელახლა ვკლავთ მისი მუზეუმების მიუხედაობით!….
ამის მოწმე თავად ხალხია, დამთვალიერებელია, ყოველი ქართველია …. ბოლო დროს რამდენჯერმე მომიწია სოფელ მირზაანში ასვლა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი გულისტკივილით შემომეხვია, მთხოვდნენ ერთხელ იმ საკითხით დავინტერესებულიყავი, თუ რატომ დაკონსერვდა ნიკო ფიოსმანის სახლმუზეუმის საკითხი ასე დიდხანს, რატომ გაიწელა მისი რესტავრაციის საქმე და რატომაა წლები დაკეტილი ფიროსმანის საექსპოზიციო მუზეუმი. ძალიან დიდხანს თავს ვიკავებდი და ვერიდებოდი ასეთ სიმწვავეს, მაგრამ გულწრფელობა ყოველთვის იყო ჩემი ცხოვრების თანმდევი ნიშა და ამიტომ თავს ვალდებულად ვთვლი ხმა ამოვიღო, მოსახლეობაში მუსირებს ასეთი მოსაზრება, ვციტირებ პირდაპირ ადამიანთა ამონათქვამებს:
-„მუზეუმის დირექტომა ქალბატონმა დალი აბაშიძემ მოიწყო თბილისში კარგი ოფისი, გენაცვალე, დაინიშნა კარგი ხელფასი და სულ არ ადარდებს ფიროსმანის მუზეუმი თუ წლობით დაიკეტა და ტურისტები დავკარგეთ ფაქტიურად, ამით ჩვენ და ჩვენი მუნიციპალიტეტი ზარალდება და გთხოვთ, როგორც ამ რაიონის ჟუნალისტმა, აქიურმა გულშემატკივარმა, გულთან ახლოს მიიტანეთ ეს გულისტკივილი და ერთხელ მოიკითხოთ, რა ხდება ბოლოს და ბოლოსო!”
ამ ამბავს კიდევ არ შევეხებოდი, რომ ხშირად მსგავსი შინაარსის ზარები ხორციელდება ჩემთან, უფრო მეტიც, თბილისიდან სამინისტროში მომუშავე ახლობელმა დამირეკა და მითხრა: „ამას წინათ მირზაანში ვიყავი მეუღლით, მუზეუმის დათვალიერება გვინდოდა მე და ჩემს მეუღლეს, ისეთი დაგვხვდა იქაუობა, გული მოგვიკვდა, „ვილაჯიოში” დავრჩით ერთი ღამე და ისე დავტოვეთ იქაუობა, ექსპონატები ვერ მოვინახულეთო”.
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი პატივისცემა და კრძალვა მაქვს ქალბატონი დალი აბაშიძისადმი, წუხილი იმდენად დიდი იყო, ჩემი ჟურნალისტური მოვალეობა თავისას მეძახდა, დამერეკა და გამერკვია სიმართლე.
– ქალბაონო დალი, მე რამდენჯერმე მომიწია მირზაანში სტუმრობა, მოსახლეობა ძალიან მწვავედ გამოხატავს ჩემთან და ითხოვს გავერკვე, რატომ დაიხურა მირზაანის მუზეუმი წლობით და რატომაა ეს საქმე ასე დროში გაწელილი?
– ჩემო კარგო, მირზაანის მუზეუმი არ დახურულა წლობით, 2022 წლიდან დაიხურა დიდი საექსპონატო შენობა, პატარა მემორიალური სახლი მუშაობს, უბრალოდ ახლა სეზონი აღარაა და დავხურეთ შემოდომამდე. მუზეუმის რეატავრაცია რამდენიმე ტენდერს ითვალისწინებდა, პირველი ტენდერი გათბობის სისტემის მონტაჟის გამო გამოცხადდა, ეს 2 მილიონიანი პროექტი იყო და გაკეთდა სანიმუშოდ, უკან ძალიან კარგად ჩატარდა საჭირო სამუშაოები. შემდეგი ტენდერის დროს გამარჯვებულებმა არ გაამართლეს, დაითხოვეს და ხელახალი ტენდერი გახდა საჭირო. მანდ რამდენიმე ეტაპადაა სამუშაოები შესასრულებელი, რამდენიმე ტენდერია გამოსაცხადებელი, არაფერი არ არის გაჩერებული და გაწელილი,პირიქით, მე ვიბრძვი დღე და ღამე, რომ ეგ მუზეუმი აღდგეს, ისე, როგორც ამას ნიკო ფიროსმანის სული იმსახურებს.
-კი, მაგრამ ქალბატონო დალი, მიიღეთ ჩემი დიდი პატივისცემა თქვენდამი, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, მაგრამ ის, რაც სათქმელია ხალხის მიერ, აუცილებლად უნდა გითხრათ, ეს ჩემი მორალური მოვალეობაა უპირველესად, გულწრფელად გითხრათ ამან დიდიხანს დააზარალა ტურისტის და დამთვალუერებლის უფლება. ამას წინათ საქართველოს მწერალთა კავშირიდან იყვნენ სტუმრები ჩამოსული, გაზეთის რედაქტორებს და პოეტებს სურდათ დათვალიერება, იმ სოფელში ვიყავით და ვერ დავათვალუერეთ, რადგან დაკეტილი იყო.
-ვიცი, მესმის ყველა დამთვალუერებლის, მაგრამ დამერწმუნეთ, მე ძალისხმევას არ ვაკლებ, სამაგიეროდ ეს ლოდინი ნამდვილად ღირს ამად, მუზეუმი მიიღებს ზღაპრულ სახეს, ფაქტიურად ტურისტი მხოლოდ მემორიალურ სახლს ათვალიერებდა, დიდი საგამოფენო სახლი არაა აღდგენილი, იქ ვერ ვიღებთ სტუმარს, ამიტომ ტურისტი შეცოტავდა, სკოლის პერიოდში კი იმუშავეს მუზეუმის თანამშომლებმა, სანამ სკოლები მოდიოდნენ და მერე მეც დავითხოვე თანამშომლები, რადგან ტურისტები ფაქტურად აღარ იყვნენ, თანამშრომლები კი, იმ პირობებში ვეღარ მუშაოდნენ, მინებიან შენობაში ახლა ძალიან ცხელა და უკონდიციონეროდ იქ გაძლება არ შეიძლებოდა. მომავალში ფიროსმანის მუზეუმი იქნება ზღაპრული, იქნება ჩაის დასალევი ოთახი, როგორც ნიკალას სურდა, იქნება ზღაპრული ეზო, პროექტი არის მართაც ზღაპრული და მე იმედი მაქვს ჩემს სიცოცხლეში, თუ ჯანმრთელობამ ხელი შემიწყო, ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან.
-კიდევ ერთი რამეც უნდა გაგიბედოთ ქალბაონო დალი, მოსახლეობაში არსებობს ასეთი სიტყვები, რომ თითქოს თქვენ თბილისში ოფისი მოიწყეთ და საერთოდ აღარ გაინტერესებთ მირზაანში რა გაკეთდება?
-არა, დამერწმუნეთ, არ ვიცი ეს რა კატეგორიის ხალხს აქვს ასეთი აზრი და ვის მოსდის თავში აზრად, მაგრამ დამიჯერეთ, მე თბილისში არანაირი ოფისი არ მაქვს, ის კი არა, ცაში ვარ გამოკიდებული, მიბრძანდით ერთხელ ფიროსმანის მუზეუმში, თბილისში, იქაც ყველაფერი დაშლილი და განადგურებულია, მე სინამდვილეში არც თბილისში მაქვს ოფისი და არც მანდ, მე ცაში გამოკიდებულივით დავდივარ, მეტსაც გეტყვით კახელი ქალბატონი ხართ და თქვენ გევალებათ ფიროსმანის მიხედვაო, მე ჩამაბარეს და ორივე მუზეუმის მიხედვა მე დამავალეს სინამდვილეში სამი დღე მირზაანში ვიჯექი და სამი დღე თბილისში, პირიქით ორი მუზეუმი მე ჩამაბარეს და ამ ორ მუზეუმს შორის ისე დავდიოდი გზას გამოკიდებულივით, რომ მართლა ცოდო ვარ, ამას თუ ვინმე ამბობს! ძალიან გთხოვთ გაავრცელეთ, რომ მე ნამდვილად ვიბრძვი მირზაანის მუზეუმი დროულად აღდგეს ისეთ დონეზე, როგორც ეს პროექტით გათვალისწინებული გვაქვს, უბრალოდ ეს ტექნიკური მხარეა და გაიწელა.
-რაც შეეხება ექსპონატებს ქალბატონო დალი, რა ბედი ეწვიათ ორიგინალებს და ექსპონატებს, რატომ არის ისინი სიღნაღში?
– მოგეხსენებათ, რომ მუზეუმებისთვის მთლიანი რეორგანიზაცია მიმდინარეობს, ყალიბდება „ს(ი)პები, სტრუქტურა ეცვლება სამსახურებს. ჩვენ ეროვნულ მუზეუებს უნდა დაგვაქვემდებარონ და დავით ლორთქიფანიძე იქნება ჩვენნაირი მუზეუმების კურატორი. ამ ეტაპზე ვზარალდებით რა თქმა უნდა, რომ მუზეუმი შეჩერებულია, მაგრამ სამაგიეროდ ღირს ეს ყველაფერი ამად, მალე, ერთ წელიწადში, წელიწადნახევარში გვექნება ზღაპრული მუზეუმი, დამერწმუნეთ. ამჯამად ეზოს მოპირკეთებაზე გაგზავნილია მითხოვნა, გამოცხადებულია ტენდერი, კონცეფცია უნდა დაიწეროს და სამუზეუმო სივრცე აუცილებად აღდგება, თანაც იმაზე ბევრად უკეთესი, ვიდრე იყო!
-ხალხის გულისწყრომას ითვალისწინებს ისიც, თუ რატომ უნდა იყოს ჩვენი ფიოსმანის ნახატები სიღნაღში?
-11 000 ექსპონატს ინახავს მირზაანის მუზეუმი, ეს ნივთები რესტავრაციის გამო დაილუქა და გატანილია ზოგი თვითონ მუზეუმის შენობების ოთახებში, ზოგი ახლობლების და ნათესავების სახლებში, ხოლო 13 ორიგინალ ნახატს ასე ვერ დავლუქავდით, დაზიანდებოდა, ამიტომ დროებით სიღნაღის მუზეუმში გადავიტანეთ, დამთვალუერებელი იქ ნახულობს.
მიუხედავად ქალბატონი დალის დამაკმაყოფილებელი პასუხებისა, დედოფლისწყაროელების, სოფელ მირზაანის მაცხოვრებლების და დამთვალუერებლების გულისწყრომა ძალიან დიდია, ისინი მაინც თვლიან, რომ ყველაფერი ხელოვნურადაა გაწელილი და ეს მოვლენა ფიროსმანის მუზეუმის უგულებელყოფას, საბოლოო ჯამში კი, მის მთლიანად მოსპობას ემსახურება. მოსახლეობა აცხადებს, რომ მირზაანი დედოფლისწყაროს მუნიციპალუტეტს ეკუთვნის და ფიროსმანი დედოფლისწყაროელია, რატომ უნდა გადაეტანათ ორიგინალი ნახატები სიღნაღის მუზეუმში, როდესაც ჩვენ უმაღლესი დონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი გვაქვს თავისი გათბობი და ყველაფრითო?!
ყველა ამ გულისკივილთან ერთად კი, ხალხი კულტურის სამინისტროსგან, ეროვნული მუზეუმისგან და მთლიანად მთავრობისგან მოითხოვს საკითხის ხელახლა შესწავლას და პრობლემის მოგვარებას.
აქვე იმასაც დასძენენ, რომ ფიროსმანის მუზეუმს უნდა ხელმძღვანელობდეს უცილებლად ადგილობრივი კადრი, რომელსაც ნამდვილად შესტკივა გული ფიოსმანზე და სისხლით იცავდეს თავისი მიწის შვილის მუზეუმს, სხვა შემთხვევაში მათ ეჭვი ეპარებათ სხვა ქალაქიდან მოსულმა მათი კუთხის მუზეუმის ინტერესები დაიცვას ისე, როგორც ამას ადგილობრივი იზამდა და თუ ეს ასე არაა, – ფაქტი სახეზეა, აგილობრივი სხვანაირად იბრძლებდა ფიროსმანის მუზეუმისთვისო, -აცხადებენ დედოფლისწყაროეები.
-„იქნებ სჯობდეს, თელაველი ქალბატონის მაგიერ ფიოსმანის მუზეუმს ადგილობრივი ხელმძღვანელი ჰყოლოდა? ადგილზე არანაკლები განათლების კადრები გვყვავს, მიუღებელია ფიროსმანის დირექტორობისთვის ადამიანი 2000 ლარს ხელფასს იღებდეს და ადგილზე კი არ იყოს, უფრო მეტიც იშვიათად მოდიოდეს!”- ამბობენ დედოფლისწყაროელები.
ლალი მეხრიშვილი
სოციალური გვერდი
დამფუძნებელი