გამოცემა Washington Examiner-მა საქართველოს შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც ავტორი ვარაუდობს, რომ „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი დასავლეთთან ურთიერთობაში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მოდელის გამოყენებას ცდილობს.
სტატიის ავტორის შეფასებით, ლუკაშენკომ წარსულში ორჯერ გაათავისუფლა პოლიტიკური პატიმრები, რის შემდეგაც ვაშინგტონმა ბელარუსულ კომპანიას სანქციები შეუმსუბუქა. ავტორი მიიჩნევს, რომ ბიძინა ივანიშვილიც შესაძლოა ანალოგიური სცენარით მოქმედებდეს და დასავლეთთან ძალის პოზიციიდან საუბარს ცდილობდეს. მისი თქმით, სწორედ ამ გზით ცდილობს ივანიშვილი დასავლურ სანქციებს თავი დააღწიოს.
სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ივანიშვილი ვაშინგტონს გზავნილს უგზავნის, რომლის მიხედვითაც საქართველოში ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ბერკეტი მის ხელშია, ოპოზიცია დასუსტებულია, ხოლო მის გარეშე დასავლეთს ქვეყანაში პარტნიორი აღარ ეყოლება.
სტატიის ავტორის მოსაზრებას სრულად იზიარებს ოპოზიცია. კოალიცია “ცვლილებისთვის” წევრი გიორგი ბუტიკაშვილი ფიქრობს, რომ სწორედ დავსალეთთან დავაჭროდ სჭირდება “მძევლები” ივანიშვილს, რათა სანქციებს თავი დააღწიოს.
თვითგადარჩენისთვის მას სჭირდება მეტი მძევალი და თვითგადარჩენისთვის მას სჭირდება ძალიდან პოზიციონირება, რადგან როდესაც მოლაპარაკებები დადგება, ამ მოლაპარაკების დროს მას უნდა ჰყავდეს მძევალი, იმიტომ, რომ ის არის მისი ზურგი გადარჩენის, ასე უყურებს.
ბელარუსი არის სხვა სივრცის ნაწილი, რუსული სივრცის ნაწილია. ივანიშვილს და საქართველოს, როგორც კანდიდატ სახელწიფოს ევროკავშირის, ასე არ აღიქვამენ. ამიტომ ივანიშვილს არ უნდა ჰქონდეს ის ამბიცია, რომ ეს ვაჭრობა დადგება.
დღეს ივანიშვილი მაგას ცდილობს, თავი წარმოაჩინოს როგორც დამოუკიდებელი ავტოკრატი და არა რუსეთის, ბელარუსის გავლენის ქვეშ მყოფი ავტოკრატი და მხოლოდ ასე შეუძლია, გამოძვრეს ამ სიტუაციიდან, თან სანქციები მოიხსნას, თუმცა აქ ცდება ივანიშვილი: რაც მეტ მძევალს აიყვანს, ეს მის წინააღმდეგ მოტრილადება, – ამბობს გიორგი ბუტიკაშვილი.




